კვების კონტროლი მართლაც რომ კარგია.
მე მაგალითად ისეთი სამუშაო გრაფიკი მაქვს რომ მიწევს დღეში ორჯერ ჭამა. რაღაც მივეჩვიე. ამას დიეტაც არ ჰქვია რადგან არაფერს არ ვიზღუდავ, მხოლოდ ვანაწილებ დღის რომელ მონაკვეთში რა მივირთვა.
დილის საუზმე: ნატურალური ხილის წვენი (ფორთოხალი, ან გრეიფრუტი)
ნატურალური ხილი (ბანანი, ყურძენი, კივი, პაპაია, ანანასი, საზამთრო)
მოხარშული კვერცხი.
ხაჭო.
Oatmeal თაფლით (ქართულად ალბათ ფაფა ეწოდება)
Cereals ( რძეში და ბანანში)
ჩაი თაფლით.
აი, ეს არის ჩემი დილის საუზმე.
სადილი: ძირითადი კერძიდან ერთ-ერთი: შემწვარი ქათამი, მოხარშული საქონლის ხორცი, თევზი.
ქათმის შემწვარი ფრთები, ანდა ჩიქენ ნაგეტს/თენდერს,
პიურე,
მწვანე ლობიო,
მოხარშული გაროხის მარცვლები,
არაჟანი,
2 სხვადასხვა სახის სალათი,
ხანდისხან ჩიფსები
პეპსი ან დოქტორ პეპერი,
ნამცხვარი ან ნებისმიერი სახის ხილი.
აი, ეს არის ჩემი სადილი.
პურს საერთოდ არ ვჭამ, არც ალკოჰოლს არ ვეტანები და სიგარეტს არ ვეწევი საერთოდ. ყავა ბოლოს როდის დავლიე აღარც კი მახსოვს.
თავს კარგად ვგრძნობ. რაც შეიძლება ბევრ წყალს ვსვამ რომ მთელი დღის განმავლობაში კარგად ვიგრძნო თავი.
მიუხედავად ყველაფრისა ყოველ დღე ვიღებ თითო ვიტამინის აბს ცენტრუმს, რომელშიც თავმოყრილია ყველა სახის ვიტამინები თუ მინერალები რომლებიც ჩვენი სხეულის ყოველდღიურ კვებას უზრუნველყოფენ.
აკონტროლე შენი კვება და იგრძენი თავი მხნედ

!!!
This post has been edited by mahatma-gandhi on 4 Apr 2008, 00:40
დავით აღმაშენებლის, ილიას და მაჰათმა განდის გზა ჩვენ ტაძრამდე მიგვიყვანს.
<სძლიო საკუთარ თავს> - აი, რა საკითხი დგას დღის წესრიგში.
<თავისუფლებისკენ მიზანმიმართული სწრაფვა>, <საკუთარი ხალხის უანგარო სამსახური>, <პრიორიტეტების გონიერი გადანაწილება>, - განდი-- "თავისუფლებისთვის მებრძოლი".