ყავა და ჩაი(შაქრის და რძის გარეშე)შეგიძლიათ მიირთვათ ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე.
_შიმშილის შემთხვევაში მიირთვით სუპი,ასევე შეუზღუდავად.
_პური-აკრძალულია საერთოდ!
_როგორც ხორცი,ისევე ბოსტნეულიც უნდა მომზადდეს მარილის გარეშე.
_ეგრეთწოდებული ხორცის დღის დროს(5-6დღე)სავალდებულოა სულ მცირე 8ჭიქა წყლის დალევა(2ლიტრი) ორგანიზმიდან ცხიმების გამოსადევნად.
„ვუნდერ-სუპის“ მომზადება:
3 დიდი ხახვი
1 დიდი დოზა ტომატი,500გრ,შეგიძლია ცოცხალი პამიდორი გაფცქვნა
1 პატარა კომბოსტო
2 პეპერონის წიწაკა,( მწარე წიწაკა მწვანე)
1 შეკვრა ნიახური(ბოლქვი არა,მარტო ღერები)
2პაჭკა ხახვის სუპი(მაგის ან კნორის,არ ვიცი საქართველოში თუ იყიდება)
ბოსტნეული წვრილად დაჭერით,წყლით დაფარეთ და ერთი საათი ხარშეთ.
სურვილის მიხედვით შეგიძლიათ დაამატოთ სოიას სოუსი
შიმშილის შემთხვევაში შეგიძლიად ეს სუპი მიირთვათ რამდენიც გენებოთ,ის არანაირ კალორიებს არ შეიცავს და რაც უფრო მეტს ჭამთ,მით უფრო მეტი ცხიმები იწვება
1დღე-
ყველანაირი ხილი(გარდა ბანანისა,საზამთრო,ნესვი)რამდენიც გინდათ.სუპთან ერთად აკლებინებს ძალიან სწრაფად
2დღე-
ყველანაირი ბოსტნეული ცოცხალი თუ მოხარშული,რამდენიც გინდათ(ყველანაირი ცხიმის და ყველის გარეშე)
აკრძალულია : ცერცვი,სიმინდი და ლობიო.
3დღე-
ხილი და ბოსტნეული(კარტოფილი და ბანანის გამოკლებით)
4დღე_
ბანანი და რძე.შეგიძლიათ მიირთვათ 8ცალი ბანანი და დალიოთ 8ჭიქა რძე(მილხ დრინკ)
5დღე-
ძროხის ხორცი და პომიდორი.(შეგიძლიათ მიირთვათ დაახლოებით 8ცალი პომიდორი და 300გრამი მოხარშული ძროხის ხორცი.(+2ლიტრი წყალი)
6დღე-
ძროხის ხორცი და მოხარშული ბოსტნეული(კარტოფილის გარდა) ხორციც და ბოსტნეულიც შეუზღუდავად,ოღონდ ბოსტნეული მოხარშული უნდა იყოს.(+2ლიტრი წყალი)
7დღე-
ყავისფერი ბრინჯი,ბოსტნეული და ხილის და ბოსტნეულის წვენები(უშაქრო)
დიეტა საოცრად სასარგებლო და ეფექტურია.შედეგს ერთ კვირაში თითონვე იგრძნობთ.
ამ დიეტას გერმანიაში უნიშნავენ ექიმები გულით ავადმყოფებს ან ისეთებს ვინც ჯანმრთელობის გამო აუცილებელია რომ სასწრაფოდ გახდეს.მე გავაკეთე 1წლის წინ და ზუსტად არ მახსოვს მარა მგონი 5კილო დავიკელი და დიეტის მერე აღარ მომიმატია.სუპის ჭამა მინიმუმ 3ჯერ აუცილებელია,თუ უფრო მეტჯერ შეჭამ უკეთესი.თუ რაიმე შეკითხვა გაგიჩნდა მკითხე
* * *
maiko_27შენს დაწერილ დიეტაზე ცოტა შესწორებები შევიტანე ისე როგორც მე მიწერია ენდოკრინოლოგის მიერ