ესე იგი, ე.წ სუპერ სუპი

ერთი პატარა თავი კომბოსტო
ერთი ქილა ტომატ -პასტა
ცოტ-ცოტა ყველა სახის მწვანილი, ოღონდ ნიახური უნდა იყოს საკმაოდ ბევრი. შეიძლება ითქვა ძალიან ბევრიც. არ დაგენანოთ.
ერთი თავი ხახვი
ერთი კუბიკი "გალინა ბლანკა"
უმარილოდ!!!!! (პილპილი შეიძლება)
ამ ყველაფერს მოხარშავთ. (არც თუ ისე უგემურია რომ იცოდეთ) და დღის განმავლობაშI როცა გინდათ და რამდენსაც გინდათ მიირთმევთ.
გარდა ამისა არსბეობს დამატებები, რომლებიც შეიგიძლლია დღის განმავლობაში ჭამოთ
დღე 1: ნებისმიერი სახლი ხილი ბანანის გარდა
დღე 2: ბოსტნეული. კარტოფილს თუ შეჭამთ შემწვარი არ შეიძლება, აერღუმელში გამოცხვეთ და კარაქს ნუ დაადებთ

დღე 3: შეაერთეთ 1-ლი და მე-2 დღე, ოღონდ ამჯერად კარტოფილიც არ შეიძლება
დღე 4: 6 ბანანი + უცხიმო რძე (თუ გნებავთ)
დღე 5: 400-500 გრ მოხარშული ხორცი (შეგიძლიათ აირჩიოთ - საქონლის, ფრინველის ან თევზი)+ პომიდორი
დღე 6: ისევ მოხარშული ხორცი განუსაზღვრელი რაოდენობით +ბოსტნეული
დღე7: ერთი ფინჯანი წითელი ბრინჯი; 300 გრამი უშაქრო ხილის წვენი; და ბოსტნეული (ოღონდ კარტოფილი, ლობიო და სხვა ნახშირწყლების დიდი რაოდენობით შემცველები არ შეიძლება)
ამას გარდა უნდა მიიღოთ დიდი რაოდენობით წყალი
ბოსტნეული ან უმად, ან ორთქლზე მოხარშული.
ძმარი, ლიმონის(და არა ლიმნის

) წვენი, მწვანილი დაშვებულია.
არავითარი შაქარი, პური და ალკოჰოლი.
7 დღეზე მეტი არ შეძლება. ერთ თვიანი პაუზა მაინც უნდა გააკეთოთ.
ამბობენ ძლაიან ეფექტურიაო.
* * *
კიდევ 10 დღიანი დიეტა:
პირველი 3 დღე - უმარილო მოხარშული წიწიბურა და მაწონი (დიდად შეზღუდული არ ხარ რაოდენობაში)
შემდეგი 3 დღე - უმარილოდ ჰერკულესი (დაასხამ მდუღარეს და დადგამ ერთი ორი წუთი) მე თაფლს ვადებდი ცოტას. მაწონიც უხდება სხვათაშორის.
შემდეგი 3 დღე - მოხარშული ბრინჯი. და მაწონი. (არ არის აუცილებელი ერთად)
ბოლო დღეს - ერტი ლიტრი რძე.
უნდა მიიღოთ ბევრი წყალი და მგონი უშაქრო ჩაი, მითუმეტეს მწვანე, არ ავნებს დიეტას.
[COLOR=green][SIZE=14]kvelaze chkvianuri "signature" maqvs msoflioshi[/SIZE][/COLOR]