ninuca13რამოდენიმე დღის წინ ვიყავი ერთერთ კლინიკაში, სადაც შევესწარი ექიმის (ონკოლოგის) და მისი პაციენტის დაახლოებით 45 წლის მამაკაცის საუბარს.
როგორც ეს კაცი უყვებოდა ექიმს თავის ისტორიას, უთხრა რომ სიგარეტს ეწევა 14 წლიდან და 10 წლის წინ გადაიტანა ინფარქტი, რის ერთერთ მთავარ მიზეზადაც კარდიოლოგმა დაუსახელა სიგარეტის დიდი რაოდენობით მოწევა და გააფერთხილა რომ თუ დაუყოვნებლივ არ შეწყვეტდა სიგარეტის მოწევას მოკვდებოდა.
რამოდენიმე დღის თავის დანებების შემდეგ ვერ მოითმინა და დაიწყო ისევ სიგარეტის მოწევა... 5 წელიწადში დაემართა მეორე ინფარქტი და კიდევ გადარჩა, ამის მერე ძალიან მკაცრად გააფრთხილა ექიმმა რომ თუ კიდევ მოწევდა სიგარეტს შემდეგში აღარაფერი გიშველისო... რამოდენიმე დღის თავის დანებების შემდეგ ისევ ვერ მოითმინა და დაიწყო მოწევა....
მე როცა შევესწარი ამ საუბარს, წინა დღეს იმ კაცისთვის ფილტვის კიბოს დიაგნოზი დაუსვიათ

ბოლო ინფარქტიდან 2 წლის შემდეგ....
ექიმმა კითხა იმედია ეხლა მაინც დაანებებ თავს მოწევასო და ტიპმა არ ვიციო

<-- ზუსტად ამ სმაილის სახე მიიღო ექიმმა... თუ არიცი მაშინ აქ მოსვლას რა აზრი აქვსო? შენი აზრით, ფილტვის კიბოს მკურნალობა შესაძლებელია სიგარეტის წევის პარალელურადო?
ეს იმიტომ დავწერე, რომ მე მგონი არ ღირს ამ საზიზღრობის გულისთვის სიცოცხლის მოსწრაფება

ძალიან კარგი ქენი რომ დაანებე და იმედია ნებისყოფა გეყოფა.