მოკლედ დავბრუნდი ისევ ჩემი პრობლემებით (იმედია ბოლოჯერ)
კიდევ ერთხელ მიპასუხეთ სანამ ექიმთა მივალ:
თავბრუსხვევა თუ რატრატი ისევ მაქვს და თითქმის უკვე შევეგუე ამას, მაგრამ მერე ახლა დაემატა გულმკერდის არეში ტკივილები, მაგრამ ამას ყურადღება არ მივაქციე. დღეს კი მთლიანად გამილურჯდა ხელები (პირველად არა). ხოდა რო ვიკითხე გულის დაავადებებმა იცისო.
ახლა თუ შეგიძლიათ გამარკვიოთ: გულის დაავადებამ შეიძლება ეს 'რატრატიც' გამოიწვიოს თუ ეს ორი მოვლენა ერთმანეთთან კავშირში არ არის?
ზეგ მივდივარ ექიმთან, კარდიოგრამა უნდა გადავიღო და კიდევ რისი გამოკვლევაა საჭირო. სამწუხაროდ ჩემი ექიმი არც თუ დიდი სერიოზულობით ეკიდება ამ საკითხს, არადა ზოგჯერ ძალიან მეშინია, იმდენი ცუდი და საშინელება გესმის ყოველდღე ადამიანს
Without me, it's just aweso.