მხნეობა საკმაოდ დაბალკალორიულია - 194 კკალ 100 გრამზე თუ არ ვცდები. სასარგებლოა იმიტომ, რომ დაუფქვავი ხორბლისგან მზადდება.
ხორბალს რამდენიმე ფენა აქვს

დაფქვის პროცესში ბირთვი და ქერქი შორდება მარცვალს და რჩება მხოლოდ შუა ნაწილი, რომლითაც შემდეგ თეთრი ფქვილი გამოდის. რეალურად კი ხორბლის სასარგებლო ნაწილი სწორედ ამ დანარჩენ ნაწილშია.
ქერქი, ანუ ქატო შეიცავს უჯრედისს – ბოჭკოს, რაც ასევე ბოსტნეულშია და ამბობენ რომ საკმაოდ სასარგებლოა – აქ ვნახე
საკმაოდ დეტალური სტატია უჯრედისზე. რაც შეეხება ბირთვს, ის არის ახალი მარცვლის ჩანასახი და მდიდარია ვიტამინებით.
აქ წერია, რომ თეთრი ფქვილი არის ხორბლის 60% და იმ 40%–ს მიყვება ქატო(უჯრედისი), B1, B2, B3, E ვიტამინები, ფოლიუმის მჟავა, კალციუმი, ფოსფორი, ცინკი, სპილენძი, რკინა.
ამასთან, მხნეობა მზადდება გაღვივებული ხორბლით, რაც კიდევ უფრო ზრდის მის სასარგებლო თვისებებს –
აქ უფრო მეტი გაღვივებული ხორბლის სასარგებლო თვისებებზე.
ამიტომ, სასარგებლოა. მე დავიწყე ამ პურის ჭამა დაკლება რომ გადავწყვიტე. ადრე პურს საერთოდ ვერიდებოდი, ახლა კი საკმაოდ ბევრს ვჭამ. დიეტით სადღაც 7–8 კილო დავიკელი, რა თქმა უნდა მხოლოდ პურის ხარჯზე არა : )