ხალხო დახმარება მინდა თქვენი

მოკლედ რა ხდება, იანვრის ბოლოს მე შემხვდა რაღაც დამპალი ვირუსები როა ის, აი მაღალ სიცხიანი როა და რო არ გადის ორგანიზმიდან. თუმცა ახლა რასაც ვწერ მე არ მეხება, ეს გრიპი გადაედო ყველას სახლში. მამაჩემსაც რომელიც არის 76 წლის
მე თუ 5 დღე 39.5 სიცხით ვიტანჯე, მამაჩემმა 1 დღეღამე იავადმყოფა სიცხით და მესამე დღეს შეხვედრიდან საერთოდ გავიდა სამუშაოდ
მაგრამ იმ დღეების მერე სჭირს შემდეგი რამე, ღამეებს ათენებინებს ფილტვები, რომ წვება თითქოს მეკეტებაო და ვეღარ სუნთქვს. დაწოლილი არ შეუძლია ყოფნა დღისით გინდა თუ ღამით.
სიმპტომები რაც დავქექე ინტერნეტში ასთმას გავს. არის ვარიანტი რომ ასთმა იყოს? აი რა სჭირს იცით, თითქოს მჯერდში რაღაც მიჭერსო და სუნთქვის საშუალება არ მაძლევსო, ვერც ღამე იძინებს ვერც დღისით.
წარმოიდგინეთ ექიმთან მივიდა საყოველთაოთი, იქაურმა თერაპევტმა რენტგენი დაუნიშნა, გულმკერდი გავაშუქოთო, ალბათ ანთების გამოსარიცხავად, ჩააყენეს რიგში და 1 კვირაზე მეტია ველოდებით ამ რიგს.

არის კიდე 1 მომენტი. თბილისში რომ ვართ იმდენად არ წუხდება ხოლმე ამ რაღაცით, აი სოფეში რომ ჩამოვედით ეს დღეები, გაურთულდა და ცუდადაა თან მთელი დღე კვნესის საწყალობლად

იმ ოთახში სადაც ძინავს სინესტეა, შარშან კი გავარემონტე მაგრამ ეჭვი მაქვს რომ მაინც არის რაღაც სოკო ან რაღაც ეგეთი მავნებელი პარაზიტი. თან ჯიუტია, სხვა ოთახშიც არ გადმოდის დასაძინებლად.
ხო და ეჭვი მაქვს ალერგია აქვს რომელიც გაურთულდა და ასთმაში გადაეზარდა, ხომ არის ეს ვარიანტი?
გარდა ამისა ამ გრიპამდე წლებია უკვე რომ ფილტვებით სტვენდა ძილის დროს.
ხო და მითხარით აბა არის ეს ვარიანტი რომ ასთმაში გადაეზარდა

.