Hermes007ეჭვი მეპარება ვინმეს ჰქონდეს.. საკმაოდ ძვირი ღირს, ერთხელ გვქონდა მცდელობა კლინიკას შეგვეძინა ორთოპედიულ-ტრავმატოლოგიური ოპერაციების სიმულატორი და 80 000$ შეგვიფასეს.
მუშაობის დროს ნანახი მაქვს: ბოსტონის ორთოპედიის ინსტიტუტის დირექტორია ლეონიდ დაბუჟსკი და ეგ ტიპი იყო ჩვენს კლინიკაში 1 კვირით ჩამოსული. ჩამოიტანა ეგ სიმულატორი. სკანერით დაუყვა პაციენტის სხეულს (წვივის მრავლობითი მოტეხილობა იყო) -გადაიტანა პროგრამაში, შეიტანა ზოგადი ანამნეზი და 4 ჯერ გააკეთა სიმულატორზე სხვადასხვა მეთოდებით აღნიშნული ოპერაცია, მერე აარჩია ყველაზე ოპტიმალური და შეიტანა საოპერაციოში სიმულატორი. ერთერთ მედდას თხოვა გარკვეული დროის პერიოდში ძვლის სკანერი გადაეტარებინა პაციენტის წვივზე. ესეიგი თუ ზუსტად არ მიყვები დაგეგმილ ოპერაციას და თუნდაც 1.5-2 მილიმეტრით აცდი დანიშნულ ადგილს, სიმულატორი ყვირის და წივის სანამ არ ჩაჯდები იმ პარამეტრებში რომელიც წინასწარ გაქვს სიმულატორისთვის შეკვეთილი.
კარგი აპარატია გამოცდილი ორთოპედებისთვისაც- ოპერაციული ტექნიკის ასარჩევად და მითუმეტეს დამწყები ექიმებისთვის.
ანკარაში ნანახი მაქვს ლაპარასკოპიული სიმულატორი. უძალიანმაგარესია..
This post has been edited by daitio on 9 Mar 2007, 09:48
მიმაგრებული სურათი