aseaisea
გამარჯობათ.
ოსტეოფიტი - ძვლის შემოფარგლული პათოლოგიური ზრდაა, განპირობებულია ძვლისსაზრდელას ანთებით.
1.იგი სხვადასხვა ფორმის ახლადწარმოქმნილი ძვლის ზრდაა ორგანიზმის ძვლოვანი სისტემის სხვადასხვა წერტილში; 2.სახსროვანი ზედაპირის კიდეებზე ართროზისას ან მალების სხეულებზე ხერხემლის ოსტეოქონდროზის დროს.
საჭიროა ტრავმატოლოგთან ვიზიტი და კონსულტაციის გავლა.
წარმატებებს გისურვებთ
nika asatiany
გამარჯობათ.
საგანგაშო არაფერია,თქვენგან გადმოცემული კლუნიკური სურათი სავარაუდოდ მიუთითებს რბილქსოვილოვანი დაზიანების ტიპზე.
მოტეხილობას ტრავმატოლოგთან კონსულტაციის გავლის და რენტგენოგრაფიული კვლევის გარეშე ვერ გამოვრიცხავთ ვერანაირად.არსებობს მოტეხილობის სხვადასხვა ტიპი რომელთაგანაც რამოდენიმე ღარიბი კლინიკური სურათით ხასიათდება.როდესაც კიდურის რომელიმე ნაწილი მექანიკური ტრავმის შედეგად შესამჩნევლად სივდება ტკივილი იმატებს და კიდურის ფუნქციონალური მხარე ფათოლოგიურად პროგრესირებს აუცილებელია ტრავმატოლოგთან ვიზიტი და კონსულტაციის გავლა სამომავლოდ უკეთესი ფუნქციონალური შედეგის და ჯანმრთელი ცხოვრების პრევენციის მიზნით.
თუ მაინც თავს იკავებთ კონსულტაციისგან მაშინ კიდურის მოსვენებული მდგომარეობა უნდა შევინარჩუნოთ.მოძრაობა შევზღუდოთ და მტკივნეულ მიდამოზე 3 4 დღე ყინულის ბუშტი დავიდოთ.არანაირი მასაჟი ზელვა არყიანი სპირტიანი და სახლში დამზადებული კომპრესები არ შეიძლება.
რომელიმე ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული მალამო უნდა ვიხმაროთ თუნდაც რეუმადოლის ან კეტონალის გელი დილა საღამოს თხლად შესაზელად მტკივნეულ მიდამოზე 10 დღე.ყინულის ბუშტი 3-4 დღე და მოსვენებული მდგომარეობა 1 კვირა 10-დღე იქნება კარგი კიდურისთვის.
თუ რაიმე შეკითხვა გაქვთ სიამოვნებით გიპასუხებთ.
წარმატებებს და მალე გამოჯანმრთელებას გისურვებთ