გამარჯობათ

თუ შეიძლება ამიხსნათ,ტატიშვილში ქალბატონ ნინოსთან გავიარე მუხლის სახსრის გამოკვლევა და ესეთი დასკვნა გამიკეტეს:
მუხლის სახსრის სუპრაპატელარული სიგრძივი კვეთისას ისახება მკვეთრად გამოხატული სინოვიტი.პრეპატელარული ბურსიტი.ლატერალურ ზედაპირზე ისახება ტეძო-წვივის ტრაქტის ნაწილის ნაწილობრივი გაგლეჯა,როგორც ჰემატომის ,ასევე კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილის შესუპებით.
დიდი წვივის და მცირე წვივის ძვლის გვერდითი იოგები ნორმაშია.
კვირისტავის საკუთარი იოგა ნორმაშია.
ბარძაყის მედიალური და ლატერალური როკების ძვლოვანი ზედაპირები სადა.
ჰიალინური ხრტილის სისქე ნორმა.
ლატერალური და მედიალური მენისკების წინა და უკანა რქების გაგლეჯა არ ისახება.
მუხლქვეშა ფისოში კვლევისას როგორც წინა, ასევე უკანა ჯვარედინა იოგების საპროექციო არეში ისახება ჰემატომის არსებობა რაც ერთერთი მათგანის სრულ გაგლეჯაზე მიუთითებს,თუ რომლის ულტრაბგერით დიფერენციაცია ძნელდება.საფიქრელია მეტად უკანა ჯვარედინა იოგი.
გთხოვთ ამიხსნათ ექიმის მიერ დანიშნული 10 დგიანი საშინაო მკურნალობის შემდეგ დამჩირდება თუ არა ოპერაცია და არ გაკეთების შემთხვევაში რა შედეგები მექნება და ამ 10 დგის განმავლობაში შეიძლება თუ არა ფეხის მცირე დატვირთვა და რა მდგომარეობაში მქონდეს ის

მადლობთ წინასწარ