E-36კი შეგაწუხეთ, მაგრამ ბარემ ბოლომდე გაგარკვევთ.
შარშან ზუსტად 1 წლის წინ გამისრიალდა ფეხი სველ ცემენტზე , მარცხენა კიდური ჩამემუხლა ,ხოლო მარჯვენა დაიჭიმა უხერხულად და საშინელი ტკივილი ვიგრძენი სწორედ მარჯვენაში.
მაშინვე წამიყვანეს ქალაქის საავადმყოფოში (რუსთავში ვცხოვრობ ცნობისთვის) ,ობიექტური გამოკვლევისას წვივი მოძრაობდა(ყანყალებდა)გამიკეთეს სახსრის რენდგენოგრაფია. ტრავმირებული სახსრის რენდგენოგრამაზე ერთადერთი რაც გამოჩნდა იყო ძვლის ძალიან წვრილი ნამსხვრევი.კვირისტავსა და სახსარს შორის, თუმცა რუსთაველ ექიმს ამაზე არ გაუმახვილებია ყურადღება, დამადეს ტაბაშირი 3 კვირით და მიტხრა რომ იოგოვანი აპარატი იყო დაზიანებული, რომელიც დროთა განმავლობაში გამივლიდა.
თაბაშირის მოხსნის შემდეგ მუხლი გარეგნულად იყო შეცვლილი, ვერც დავდიოდი და ტკივილებიც მრჩებოდა, ამის შემდეგ წავედი ღუდუშაურის კლინიკაში საკმაოდ ცნობილ პროფესორთან, ამ პროფესორმა კი აქცენტი არა იოგებზე, არამედ ძვლოვან ნამსხვრევზე გააკეთა, დასვა "მუხლის თაგვის" დიაგნოზი და ოპერაციაც დამინიშნა. წინააღმდეგ შემთხვევაში სიარულს ვერ შეძლებო.
ამის შემდეგ წავედი კიდევ ერთ ცნოობილ საკამოდ დაფასებულ ტრავმატოლოგთან, რომელმაც თქვა რომ ეს ნამსხვრევი არანაირად არ იყო"მუხლის თაგვი" იგი ძველი ტრავმის შედეგად იყო (ბავშვობაში დაცემა , ან მსგავსი)და მისი მდბარეობა სულაც არ იქნებოდა ხელისშემშლელი სიარულში. მირჩია წონის ცოტა დაკლება(პუტკუნა ვარ),ველოტრენაჯორზე ვარჯიში და დამინიშნა სამუხლეები. 1 წელი სირბილი, ცეკვა, მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ამიკრძალა/
მოკლედ საბოოლოოდ უკანასკნელი ექიმის რჩევა უფრო რეზულტატიანი გამოდგა,სიარული დავიწყე ჩვეულებრივ, თუმცა სირბილი და ჩაბუქვნა- ვერა, სტუდენტი ვიყავი და 1-2 ნაბიჯით ზედმეტს რომ ვდგავდი ტკივილები მქონდა პერიოდულად და თავს ვარიდებდი ფიზიკურ დატვირთვას, ამის გამო წონაში მოვიმატე საგრძნობლად და მეორე მუხლზე დამეწყო ტკივილები უკვე. ის წვივი ისევ ისე მოძრაობს, მეორე მუხლი მტკივა ეს ბოლო 4 დღეა უკვე საკმაოდ უცნაურად. თავი 80 წლის მოხუცებული მგონია ისეთი სიმძიმის და წვის შეგრძნება მაქვს.
აქვე აღვნიშნავ, რომ არცერთ ექიმს რენდგენოლოგიურის გარდა სხვა გამოკვლევა არ უთხოვია.
ჩემი აზრით უკვე დამეწყო დეგენერაციული ცვლილებები ორივე სახსარზე

კარგი იოგოვან აპარატზე ვთქვათ გავიკეთე ოპერაცია, წონაშიც დავიკელი, მარცხენა მუხლს რა ვუყო ასე რომ მაწუხებს

პრინციპში პასუხი უკვე გამეცი ჩემს კითხვებზე, აუცილებლად მივალ და ეს ქალბატონი ნინო დუმბაძე ტრავმატოლოგია თუ ექოსკოპიას იღებს?
მჭირდება კააარგი, ძალიან კარგი პროფესიონალი ამ დარგში
This post has been edited by GIMME on 17 Jul 2010, 16:59