სამწუხაროდ დატვირთული რეჟიმის და უამრავი ოპერაციების გამო ვერ ვახერხებ ყოველ წამს ფორუმს რომ ვესტუმრო და დასმულ შეკითხვებზე გიპასუხოთ
amplitude
გამარჯობათ
რას ვუკავშირებთ ტკივილებს მარტო ამინდის შეცვლას? ადრე გადატანილი ტრავმის შემდგომ ხომ არ დაგვიტოვა ტკივილები ? ესე უცბათ დაგეწყოთ და არაფერს უკავშირებთ ?
ესე ზოგადად მხოლოდ მწირი ჩივილებით ტკივილებზე მუხლის სახსარში ვერაფერს მივხვდებით რატომ შეიძლება გვაწუხებდეს კიდური.ცოტა უფრო ვრცლად იქნება აღწეროთ თქვენი მდგომარეობა.
საჭიროა ვიზიტი ტრავმატოლოგთან და კონსულტაციის გავლა.
რა სახის გამოკვლევები და მკურნალობა დაგვიჭირდება ამას უკვე ტრავმატოლოგი გვეტყვის.
წარმატებებს და მალე გამოჯანმრთელებას გისურვებთ
Raven
გამარჯობათ
1-2 ჯერ მალამოს ხმარება არანაირ შეღავათს არ მოგცემდათ სამწუხაროდ.თქვენი პრობლემის აღმოფხვრას ესაჭიროება სრული მედიკამეტოზური კურსი ფიზიკური აქტივობის შეზღუდვით.
თქვენი ჩივილები უკავშირდება არადოზირებულ ფიზიკურ დატვირთვას.რაც ორგანიზმისთვის არა ჯანმრთელობის საწინდარი არამედ დამანგრეველი ქმედებაა.
აჯობებს მედიკამენტოზური მკურნალობის კურსი ჩავიტაროთ.
PM...
1 თვის შემდგომ კარგი იქნება თუ დავკავდებით ცურვით და ნაკლებად გავაღიზიანებთ კიდურს არადოზირებული ფიზიკური დატვირთვებისგან.
საერთოდ დიდი სპორტი არის მხოლოდ ორგანიზმის დამანგრეველი და არა გამაჯანსაღებელი ქმედება.
ადრეული არადოზირებული ფიზიკური დატვირთვები მხოლოდ და მხოლოდ აზიანებს ორგანიზმს და საყრდენ მამოძრავებელი სისტემის დეგენერაციულ-დისტროფიული დაავადებების ადრეულ ასაკში დაწყების წინა პირობაა.
ყველანაირი პრევენციული თუ სამკურნალო ღონისძიება უნდა გავატაროთ სამომავლოდ ჯანმრთელი საყრდენ მამოძრავებელი სისტემის შენარჩუნებისთვის.
თუ მაინც და მაინც გვინდა რომ დავკავდეთ სირბილით და ფიზიკურად დავტვირთოთ ორგანიზმი მაშინ გირჩევთ აუცილებლად არა თხელძირიანი კეტი არამედ რაც შეიძლება რბილი და სუპინატორიანი ბოტასით ირბინოთ.აქ რომელიღაც თემაში დეტალურად მაქვს აღწერილი ქვემო კიდურების ფიზიკური დატვირთვის დროს რა სახის ფეხსაცმელი არის კარგი და რა დოზით ჯობია დატვირთვების მიღება.გადავათვალიერებ დრო რო მექნება და თემის ლინკსაც მიგითითებთ თუ მოვახერხებ.იქნებ თქვენც გადაათვალიეროთ ძველი ლინკები რომელიღაც თემაში მაქვს ძალიან ბევრი სირბილის შესახებ დაწერილი.არ იხმაროთ თხელ ძირიანი კეტი არავითარ შემთხვევაში.ჯობია ძვირი გადაიხადოთ და სასურველი ქარხნული სუპინატორიანი ბოტასით მოახერხოთ დატვირთვების მიღება ისიც აუცილებლად დოზირებულად და არანაირად ზედმეტი სახით.
წარმატებებს და მალე გამოჯანმრთელებას გისურვებთ
This post has been edited by E-36 on 18 Aug 2010, 18:08