სხვადასხვა ვიწრო სპეციალისტის კონსულტაციის და სათანადო გამოკვლევების გარეშე ვერ დადგინდება რამდენად შესაძლებელია ოპერაციული მკურნალობა.
ამ დროს მხოლოდ ერთი ოპერაციული მკურნალობის მეთოდია გამართლებული მენჯ-ბარძაყის სახსრის ართროპროთეზირება.
თუ გადაწყდა ოპერაციული მკურნალიობა სხვადასხვა ვიწრო სპეციალისტის კონსულტაციის თანახმად მაშინ ჩატარდება ეს ოპერაცია თუ არადა მკურნალობა გაგრძელდება კონსერვატიულ მკურნალობით რაც შემდეგში მდგომარეობს:თუ სხვადასხვა მიზეზებით აიკრძალა ოპერაციული ჩარევა და წარიმართა კონსერვატიული მკურნალობა მაშინ იგი მდგომარეობს მხოლოდ და მხოლოდ ტერფზე დეროტაციული ნახვევის დადებით და ეს როტაციის საწინააღმდეგო ნახვევი ხელს უწყობს მოტეხილობის მიდამოში ფრაგმენტების ფიქსაციას.ეს ანხვევი 3-4 კვირის განმავლობაში კეთდება და ამ დროსაც პაციენტი უნდა იყოს აქტიური.ამ დროს მთავარი არის მხოლოდ პაციენტის მოვლა.3 კვირის შემდგომ ფეხზე წამოყენებისას მთავარია დოზირებული დატვირთვებით დავიწყოთ კიდურის ფუნქციონალური მხარის აღდგენა და დაზიანებულ კიდურს ფიზიკური დატვირთვების პროცენტული მატებით შევუწყოთ ხელი ჯანმრთელ კიდურთან მიახლოებაში,3 კვირის შემდგომ ნახვევი მოიხსენა და ყავარჯნებზე წამოდგომა უნდა დავიწყოთ და გადავიდეთ კიდურის ფუნქციონირების აღდგენაზე და მოტეხილობის მიდამოში კი ჩამოყალიბდება ცრუ სახსარი,პაციენტი ივლის მაგრამ შესაძლოა იკოჭლოს და კიდურის ფუნქციონირება ისეთი ვეღარ იქნება როგორიც იყო ამ დაზიანებამდე მაგრამ მოძრაობები აღდგება სათანადო სარეაბილიტაციო კურსის გავლის შემდგომ.ამ ასაკში ბარძაყის ძვლის ყელის ან თავის ქსოვილის აღდგენის თითმიქის შანსი არ არის ოსტეოსინთეზით.ამ დროს მიღებულია საუკეთესო ვარიანტად ართროპროთეზირება ანუ ხელოვნური სახსარი რისი წინააღმდეგ ჩვენებაც მხოლოდ სხვადასხვა ვიწრო სპეციალისტის კონსულტაციით განისაზღვრება.
რომელ კლინიკაშია და რა გადაწყვიტეს ექიმებმა?
დამშვიდდით ყველაფერი ღმერთის წყალობით იქნება ძალიან კარგად.დაუჯერეთ მკურნალი ექიმის რეკომენდაციებს და რჩევებს და მასთან შეთანხმებით მიიღეთ საბოლოო გადაწყვეტილება და პაციენტის ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად იბრძოლეთ.
წარმატებებს და მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ