თოდუაში KT დამიჯდა 230 ლარი. ო
რი თვის წინ 180 ღირდა. ეხლა გრეჩიხა გაძვირდა და კომპიუტერს ჭამა ხომ უნდა აბა?
* * *
ნევროპატოლოგიურ განყ-ს ერ ვხედავ და იქნებ აქ მიპასუხოთ:
კტ-ს მერე დამისვეს ასეთი დიაგნოზი:
ინტრაკრანული ჰიპერტენზია"ჭკვიანმა" ექიმმა (მთავარმა, თან) - რომ ვკითხე, რას ნიშნავს თქო - რა გაინტერესებს, ვერ გავიგეო. მეთქი ამიხსენით დიაგნოზი, ექიმი ხომ არ ვარ, რა გავიგო თქო? მაინც არ ამიხსნა. ნერვოპატოლოგთან მიდი და გეტყვისო - თვითონ რა ჯანდაბას მიკეთებდა იქ, არ ვიცი... მოკლედ..
''' თავის ტვინის კტ. ჭრილებზე პერივენტრიკული თეთრი ნივთიერების სიმკვრივე ნორმასთან შედარებით რამდენადმე დაქვეითებულია.
პარკუჭოვანი სისტემა დეფორმაციის გარეშეა. გვერდითი არკუჭის უკანა რქების სისხლძარღოვანი წნულები კალცინირებულია.
თავის ტვინის შუამდებარე სტრუქტურათა გადახრა არ ვლინდება. სუბარაქნოიდული სივრცეები თავის ტვინის კონვექსზე მეტად თხემ-კეფის მიდამოში შევიწროვებულია.
ფალქსის წინა მიდამოში ვლინდება მცირე ზომის კალცინატი.
რეგრობულბალური სოვრცეები პათოლოგიის გარეშეა.
დვრილისებრი მორჩის პნევმატიზაცია ორმხრივაა შენახული.''' <-- ეს ჩამიწერეს.
იქნებ ამიხსნათ რა. მაინტერესებს. ეს "კალცინირება", "კალცინატი" რას ნიშნავს, ეგეც მაინტერესებს.
მადლობა წინასწარ.