#25891148 · 9 Jun 2011, 01:29 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Woman No Cry
QUOTE | და თუ ამ ჩამონათვალიდან ერთ ერთი რომელიმე აღმომაჩნდა ექვემდებარება თუ არა განკურნებას? |
90% 100% მედიცინაში სამწუხაროდ არ არსებობს. უბრალოდ ეს ყველაფერი დამოკიდებულია სხვადასხვა ქსოვილის ტრავმული დაზიანების სახეზე.ან კონსერვატიულ მკურნალობას დაექვემდებარება ან ოპერაციულს. QUOTE | მკურნალობის შემთხვევაში შეშუპება მთლიანად გამივლის თუ დამრჩება მაინც? |
წინასწარ რაიმეს თქმა შეუძლებელია.სწორად წარმართული მკურნალობის ფონზე უარყოფითი შედეგის რისკი დაბალია მაგრამ მაინც არსებობს.
QUOTE | ვოლტარენის ემულ გელს ვისვამ და რა ვიცი... არ შეიძლებოდა? |
მხოლოდ ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული მალამოს შეზელვით არაფერს დააშავებთ,მაგრამ ტრავმატოლოგ-ორთოპედთან კონსულტაციის გარეშე და ყოველგვარი გამოკვლევის გარეშე მკურნალობის შედეგი ან იქნება წარმატებული ან არ იქნება.თვითმკურნალობას კი ხშირად უარყოფით შედეგებამდე მივყავართ.
QUOTE | მინდოდა ექიმთან წასვლა მაგრამ დამცინეს პანიკიორშა ხარო. ფეხი ვის არ გადატრიალებიაო და ამიტომ აღარ წავედი. |
ვერაფერს გეტყვით ამ საკითხთან დაკავშირებით.საკუთარ ჯანმრთელობაზე საკითხის გადაწყვეტისას არჩევანს მხოლოდ და მხოლოდ თქვენ აკეთებთ.
QUOTE | ისე კი სიარული მიწევს ხოლმე ფეხით და ალბათ მოვერიდო ხომ მაინც რახან აღარ გამიარა? |
კონკრეტულად რამდენად მიზანშეწონილია კიდურის ფუნქციონირება და სიგრზივი ღერძის მიმართულებით სხეულის მასით დატვირთვა ამას მხოლოდ ტრავმატოლოგ-ორთოპედის კონსულტაციით და რამოდენიმე სახის გამოკვლევით გავიგებთ.
QUOTE | და ალბათობა არის იმისა რომ ეს ტრავმა რამე ძვლის დაავადებას ან სისხლ ძარღვების დაავადებას გამოიწვევდა? |
QUOTE | ვიზუალურად ფეხის ფორმა ხომ არ შემეცვლება ან დამოკლდება? (არ ვხუმრობ) |
ესე გადაჭრით ვერაფერს ვერ ვიტყვით სამწუხაროდ.ადამიანის ორგანიზმი არის ძალიან ინდივიდუალური და ტრავმატოლოგ-ორთოპედის კონსულტაციის გარეშე არ არის ამ საკითხზე საუბარი გამართლებული..
არაფრის რისი მადლობა
|