კონსერვატიული მკურნალობის შემდგომ შევცვალოთ საყრდენი საფარი ნახევრად რბილი მასალისგან.არ გირჩევთ რასაც თქვენ ეძახით გაშლილი ხელით(მტევნის ზურგის მხრივ მოხრილ მდგომარეობაში)აზიდვებს.
რაც შეეხება კონსერვატიულ მკურნალობას
ფიზიკური აქტივობა ზემო კიდურებზე სულ ცოტა 3-4 კვირა უნდა შეზღუდოთ.
2 კვირის განმავლობაში მტკივნეულ მიდამოზე უნდა შეიზილოთ დილით და საღამოს რომელიმე ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული მალამო (კეტონალის გელი,რეუმადოლის მალამო,ფლექსო გელი).
არ იქნება კარგი ცხელი წყლის აბაზანები მტკივნეულ მიდამოზე,სხვადასხვა სახის არყიანი-სპირტიანი და სახლში დამზადებული საფენები თუ კომპრესები.
კონსერვატიული მკურნალობის შედეგის მისაღწევად პირველი და აუცილებელი პირობა არის ორივე ზემო კიდურის მოსვენებული მდგომარეობა მინიმუმ 3-4 კვირა.ამის შემდგომ შესაძლებელია დოზირებული ფიზიკური აქტივობა მხოლოდ და მხოლოდ თანდათანობით პროცენტულად მომატებული აქტივობის რეჟიმში.
სამწუხაროდ არადოზირებული ფიზიკური აქტივობით მიმდინარე ნებისმიერი სპორტი(გარდა ცურვისა) არა ორგანიზმის ჯანმრთელი მომავლის წინაპირობაა,არამედ ორგანიზმის ადრეული ასაკიდან დაწყებული საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის პათოლოგიური პროცესების საწინდარია.
წარმატებებს და მალე გამოჯანმრთელებას გისურვებთ