მოკლედ, ამდენ გვერდს ნუ წამაკითხებთ რა

ესეიგი:
უკანასკნელი 7 თვის მანძილზე დავიკელი 25 კილო.
თუმცა, არა უმიზეზოდ - ვდიეტობ (ცომეულს, ტკბილს არ ვჭამ, არ ვძღები...), დავიწყე სიგარეტის მოწევა, ვარჯიში, etc...
ჰოდა, შეიძლება რომ ეს წონის კლება პრობლემური ჩიყვის ბრალი იყოს? ამას წინათ დამებადა ეს იდეა და მოსვენებას არ მაძლევს...

მაგრამ სხვა სიმპტომები არ მაქვს - თვალებიც ნორმალურად მაქვს, არც ხელისგულები მიოფლიანდება, არც სახსრები მტკივა, არც ვკანკალებ, არ ძილი მიჭირს, არც - ყლაპვა... და ადვილად ფეთქებადი ხასიათი კიდევ სულ მქონდა

თანაც, დაახლოებით 8-9 თვის წინ ენდოკრინოლოგთან გავიკეთე ჰორმონების ანალიზი და ნორმაში მქონდა ყველაფერი.
ჰოდა, არის შანსი ეს გახდომა სიმპტომი იყოს? თუ ამოვიგდო თავიდან?..
P.S. სიგარეტის დაწყების თემაზე მორალის კითხვა არ მინდა, საკმარისად მაქვს უკვე მოსმენილი