* * *
ტრაუმელის ანოტაცია მოვნახე ქართულად. შეიძლება აქტუალური აღარაა, მაგრამ ჩვენებას მაინც დაგიწერ და იქნებ მოგინდეს მკურნალობის გაგრძელება
შემადგენლობა: 100გ მალამო შეიცავს:
Arnica D3- 1,5გ; Calendula
o, Hamamelis
o- შესაბამისად 0.45გ. Echinacea angustifolia
o, Echinacea purpurea
o, Camomila
o -შესაბამისად 0.15 გ; Symhpytum D4, Bellis perenis
o -შესაბამისად0.1 გ; Hypericum D6, Millefolium
o -შესაბამისად 0.09 გ; Belladona D1, Aconitum D1 - შესაბამისად 0.05გ; Mercurius solubilis Hahnemanni D6 - 0.04გ , Hepar sulfuris D6 0.025გ ეთანოლით სტაბილიზირებული ჰიდროფილური მალამო (DAB).12.5 vol % ethanol.
ჩვენება: სხვადასხვა დაზიანება(სპორტული, სატრანსპორტო ან საყოფაცხოვრებო შემთხვევა), შეშუპება, დაჟეჟილობა, დაჭიმულობა, ამოვარდნილობა, მოტეხილობა, სისხლჩაქცევა. კონტუზია. ანთებითი და დეგენერაციული პროცესები სხვადასხვა ორგანოებსა და ქსოვილებში. განსაკუთრებით საყრდენ-მამოძრავებელ აპარატში (ტენდოვაგინიტი, ბურსიტი, მხრის ეპიკონდილიტი, ართროზი). ასევე პაროდონტიტის, პაროდონტოზის და ღრძილების დაჩირქებისას.
წინააღმდეგ ჩვენება: მომატებული მგრძნობელობა მცენარე არნიკის მიმართ.
გვერდითი ეფექტი: მალამოს ხმარებისას იშვიათად კანზე ალერგიული რეაქცია მოსალოდნელი.
სხვა პრეპრატებთან ურთიერთქმედება: აღსანიშნავ თავისებურებათა გარეშე.
დოზირება: დილა-სარამოს ან აუცილებლობის შემთხვევაში უფრო ხშირად.
გამოყენების წესი:მალამოს 2-3 სმ სვეტი მტკივნეულ ადგილას შეიზილეთ მსუბუქი ხელსმით. შესაძლებელია ნახვევის დადებაც.
ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.
შენახვის პირობები: დაიცავით გადახურებისაგან! შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე, მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებისაგან დაცულ, მშრალ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. ტუბი დახურეთ გამოყენებისთანავე.
შეფუთვა: 50 ან 100 გრ. ტუბში.
აფტიაქიდან გაცემის პირობა: გაიცემა რეცეპტით.
ინფორმაცია პაციენტებისათვის: ფირმა "ბიოლოგიშე ჰეილმიტელ ჰეელ გმბჰ"-ის პრეპარატი წარმოადგენს ჰომეოპათიური წესით მომზადებულ კომპლექსურ ანტიჰომოტოქსიკურ სამკურნალო საშუალებას, რომლის შემადგენლობაში შედის მცენარეული,მინერალური და ცხოველური წარმოშობის ნივთიერებები. ჰომოტოქსინების (ადამიანის ტოქსინები) შესახებ დოქტორ რეკევეგის მოძღვრების მიხედვით, მათი მოქმედება დაფუძნებულია ორგანიზმის იმუნური სისტემის გააქტივებაზე და მისი ფუნქციის ნორმალიზაციაზე.
მწარმოებელი ფირმა:
"ბიოლოგიშე ჰეილმიტელ ჰეელი გმბჰ",
დოქტორ რეკევეგის შტრასე 2-4
D-76532 ბადენ-ბადენი, გერმანია
ექსკლუზიური წარმომადგენელი საქართველოში:
შ.პ.ს. "ნატუროპათი"
1077. თბილისი. ალ. ყაზბეგის გამზ.33

ტიტუუუ, რამოტოლა დამიწერიააა! მგონი ასე დაწვრილებით ამდენი მე არ წამიკითხავს ეგ მალამო, როცა ვიყიდე
გამოჯანმრთელებაშიიიი!

პ.ს. სადაც
o წერია. მანდ ყველგან ირიბად გადახაზული 0 ეწერა. მე ეგ სიმბოლო ვერსად მოვნახე და "მოდიფიცირება გავუკეთე"