ღმერთო ჩემო

მერე, ნერვული სისტემის დარღვევა რომ არ არის ისეთი უბრალო რამ რასაც მხოლოდ ვარჯიში აგვარებს? უკვე ავღნიშნე რომ მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება ვვარჯიშობ, მაგრამ ნერვული სისტემის მოსაგვარებლად მაინც ფსიქოთერაპევტის ჩარევა დამჭირდა, და ძალიან ვნანობ რომ უფრო ადრე არ ჩავრიე, მქონდა პერიოდი როცა ვარჯიშით ვერაფერს გავხდი, და ფსიქოთერაპევტთან მისვლა მირჩიეს ჭკვიანმა ადამიანებმა, მეც ავდექი და ერთხელ მაინც დავუჯერებ მეთქი და მივედი, ამ ადამიანმა დაწვრილებით გაარკვია ჩემი ცხოვრების რეჟიმი, ცხოვრების გარემო, და დამინიშნა საჭირო პრეპარატები, 2 თვეში მივხვდი თურმე როგორ ცუდად ვყოფილვარ მანამდე

ვარჯიშმა შეიძლება უარესი შედეგი გამოიღოს თუ ფსიქონერვოლოგიური მდგომარეობა არ დაბალანსდა და მოწესრიგდა. არავის ვარიგებ ჭკუას, უბრალოდ საკუთარი გამოცდილებაა. რატომღაც არ ვაქცევთ ხოლმე ყურადღებას ფსიქოლოგიურ ფაქტორს, არადა ესაა თავი და თავი