მე მტკიოდა დუნულის აერეში ფეხი მთლიანად ისე რომ სიარული არ შემეძლო თავდან რო დამემართა მაგიჟებდა მთელ ფეხში, დუდულის მხარეს ისე მიჭერდა ცრემლები მომდიოდა. ვაჟასთან დაჭიმაზე დაჟიმვის მერე მიკეთებდნენ ფიზიო თერაპიას. თვენახევარში ყველა სიმპტმო შეწყდა, 1 წელი გავდა და ცოტა მეტი არაფერი არ მიყზვნია და მტკენია მაგ მხრივ, და ეხლა ოდნავ რაც დამწყო ჩემი ბრლია არ მვხედე. ფიზიო თერაპია ძან მაგარია მაგ დროს
* * *
ღეროვანი უჯრედების თერაპია დამსახურებულად ითვლება რევოლუციად მედიცინაში. ანესთეზიისა და ანტიბიოტიკების აღმოჩენების შემდეგ ეს არის ახალი მოვლენა მედიცინაში. კითხვაზე - რა შეუძლია ღეროვან უჯრედებს, პასუხი მარტივია - ყველაფერი! მას შეუძლია გამოზარდოს ახალი სისხლძარღვები, ჩაანაცვლოს მკვდარი უჯრედები, შექმნას ახალი ქმედითუნარიანი ორგანო, მათ შორის ძვალიც, აღადგინოს ხედვა, სმენა, აამოძრაოს პარალიზებული კიდურები და ბევრი სხვა. და ეს ადვილად გასაგებია, თუ გავიხსენებთ, რომ ჩვენ ყველანი განვვითარდით ერთი უჯრედისგან, რომელმაც გვიბოძა ყველა სახის ბიოლოგიური ქსოვილი: კანი, კუნთი, ძვალი, ნერვები, სისხლძარღვები და სხვა.
ესე იგი, ეს პროცესი რეალურია, მაშ რატომ არ შეიძლება ამ პრინციპის ხელოვნურად და გამიზნულად გამოყენება? ამიტომაც მსოფლიოს სამედიცინო ცენტრებში სხვადასხვა პათოლოგიების დაძლევაზე ღეროვანი უჯრედების გამოყენებით მუშაობენ. არ დარჩა არც ერთი სფერო, სადაც არ გამოსცადეს მათი ეფექტიანობა.
ღეროვანი უჯრედების მეშვეობით არა მხოლოდ მკურნალობენ მინიმალური ინვაზიური ჩარევით, არამედ აძლევენ გადარჩენის შანსს განწირულ ავადმყოფს.
- და მაინც, როგორია ღეროვანი უჯრედის არსი და თვისებები?
- ღეროვანი უჯრედი, ეს არის პრიმიტიული, უაღრესად პლასტიკური უჯრედი, რომელიც შეიძლება გარდაიქმნას, განვითარდეს ნებისმიერ უჯრედად. მან თვითონ იცის, რა სახის უჯრედად უნდა გარდაიქმნას. თუ შეიყვანთ გულში - ის გადაიქცევა გულის უჯრედად, ღვიძლში - ღვიძლის უჯრედად. მას
აქვს ელემენტარული მანერები, იცის, სად და როგორ უნდა მოიქცეს: იწყებს აქტიურობას იქ, სადაც კატასტროფა მოხდა
https://www.youtube.com/watch?v=kss25TF4ckY აი ეს არის მომავალი Stem Cell Therapy ამას ნისნავს და საქართველში არის თუ რა ეტაპზეა არ ვიცი
https://www.youtube.com/watch?v=vFMgTr9x-m8 * * *
მგვარი თერაპია, ალბათ, საკმაოდ დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული.
- მოგება ღეროვანი უჯრედებისგან კოლოსალურია. 2016 წელს მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში ღეროვანი უჯრედების გამოყენებით მიღწეული შემოსავალი მიაღწევს 8,5 მილიარდ დოლარს. ანუ, ლაპარაკია მილიარდებზე და არა მილიონებზე.
საქართველოს მთავრობამ უნდა გააცნობიეროს, რომ ღეროვანი უჯრედების თერაპია ნაციონალური ინტერესის საკითხია და მას ხელშეწყობა სჭირდება. შეერთებულ შტატებში ყოფილი პირველი ლედი, ნენსი რეიგანი დიდი ხანია ლობირებს ამას და მხოლოდ კალიფორნიის შტატმა გამოყო მილიარდები ამ დარგისთვის. აშშ-ის პრეზიდენტობის 2012 წლის კანდიდატმა რიკ პერიმ კი ამას წინათ განაცხადა, რომ აღფრთოვანებულია ღეროვანი უჯრედებით მკურნალობით, რის შედეგადაც მას აღარ სტკივა ხერხემალი. რაც მთავარია მან გაიმეორა ის, რასაც მე უშედეგოდ ვიმეორებ საქართველოში ყოველი ჩამოსვლისას: ეს არ არის მხოლოდ მედიცინა, ეს არის ასევე ქვეყნის ეკონომიკა და პოლიტიკა. მაგრამ ვინ გისმენს?
- რას მოუტანს ამ დარგის განვითარება ჩვენს ქვეყანას?
- ამ დარგის განვითარება რეალური მკურნალობაა, რადგან ამ თერაპიის ჩატარება უფრო იაფია, ვიდრე ქირურგიული ჩარევა და უფრო ხელმისაწვდომია პერიფერიული ქალაქებისა და მასებისთვის. ღეროვანი უჯრედებით მკურნალობისთვის საჭირო არ არის მრავალმილიონიანი დანადგარები ან სახსრები. საქართველოს მთავრობა აქცენტს აკეთებს ტურიზმზე. მაგრამ ტურიზმი ვერ გაიფურჩქნება სწრაფად, მას სჭირდება განვითარებული ინფრასტრუქტურა, ხანგრძლივი სეზონი და სხვა ხელშემწყობი პირობა. ამიტომ საჭიროა ასევე სამედიცინო ტურიზმის განვითარება, მას არ სჭირდება არც სეზონი, არც განსაკუთრებული ინფრასტრუქტურა, სამაგიეროდ, ის შექმნის უამრავ სამუშაო ადგილს და ბიუჯეტსაც გააორმაგებს.