ფასი არ ვიცი და მეც მაინტერესებს, მაგრამ კლინიკის მისამართის ნახავა ამ გვერდზე შეგიძლია
http://www.shine.ge/index.php/spinaluri-de...esia?lang=ka-GE (შეიძლება სხვაც იყოს არ ვიცი)
tatia17მადლობა ინფორმაციისთვის. ძალიან მაინტერესებდა თუ იყო საქართველოში ამ მეთოდით მკურნალი. ამ ვიდეოს შემდეგ დამაინტერესა >
http://www.youtube.com/watch?v=i5lZNNc6Mt8პ.ს. შეკითვა მაქვს, რამდენი კურსი ჩაიტარეთ და რამდენი ხნის წინ იყავით. ასევე საინტერესოა, მანამდე მოსინჯეთ სხვა მეთოდი თუ თავიდანვე მანდ მიხვედით.
გმადლობთ წინასწარ.
Kedyთუ ეგეთი ტკივილებია, უნდა მიხვიდეთ რა თქმა უნდა.
ახლა მეც მინდა ჩემს პრობლემაზე დავწერო. იმედია მივიღებ თქვენსგან რჩევებს. ერთი თვის წინ მივედი ნერვოლოგთან, გავიკეთე კომპიუტერული ტომოგრაფია. (მალთაშუა დისკების დეფორმაცია, თიაქარი და კიდევ ათასი საშინელება)
დასკვნა: "სახეზეა L3 - L4 (დისკი პროლაბირებს 7-8 მმ-ზე) მალთაშუა დისკის დორზო - ცირკულარული თიაქარი. ბილატერალური ფორამინალური სტენოზი. წელის ?L4 -L5 (დისკი პროლაბირებს 5-6 მმ-ზე) მალთაშუა დისკის დორზ - ცირკულარული თიაქარი, მარჯვენამხრივი ლატერალიზაციით. ბილატერალური, მეტად გამოხატული მარჯვენამხრივი ფორამინალური სტენოზი. წელის L5 - S1 (ნევრალური არხები დამდენამდე შევიწროებულია, ნერვალური ფესვები განიცდის ზეწოლას) მალთაშუა დისკის დორზო ცირკულარული პროტრუზიო სტენოზი. "
დანიშნულება:ანოდილ - დიალი - 3 გაკეთება (დღეგამოშვებით)
ქონდროქსილი - 2 თვე.
სერაზინი - 2 თვე.
მუსკოფლექსი - 3 კვირა
ეტოდინ ფორტე - 2 კვირა
ბიკომპლექსი - 20 დღე (დღეგამოშვებით)
და რაღაც მალამო.
ნემსებმა რომ არ მიშველა, დამინიშნა დამატებით სხვა ნემსი. "ბლოკიუმ B12" 5 გაკეთება თუ არ გიშველა "კიდევ გამიორე 5 გაკეთებაო" გავიკეთე ეს დამატებითი 5 - იც და არაფერი შედეგი (( არადა დამიბარა, როცა მორჩები ამ წამლებს და 2 თვე დაისვენებ, შემდეგ მოდიო. 2 თვე ასე ვეღარ გავძლებ. 185 სიმაღლიდან 150 გავხდი ისე მოხრილი დავდივარ

) მარცხენა ფეხს მიკავებს ძალიან, მანქანაში ძლივს ვჯდენი გადმოვდივარ.
ახლა ვხვდები, რომ ტყუილად ვიკეთე ეს ნემსებიც და მგონი ეს ხანგძლივად დასალევი წამლებითაც უაზროთ ვიჭყიპები ((
რას მირჩევთ, ვისთან მივიდე რომელ პროცედურას მირჩევდით. ოპერაციას ვარიდებ თავს, ეგ ალბათ ბოლოს, გამოუვალ მდგომარეობაში თუ აღმოვჩდი მაშინ...
პ.ს. 'სპოილერში მაინც დავწერ სრულ დიაგნოს, იქნებ ვინმე ექიმი არმოჩნდე თემაში და დააინტერესოს. ))
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
01. 09. 14 მალთაშუა სივრცეები შევიწროვებულია. მალის სხეულების ჩამკეტი ფირფიტების ზედაპირი რამდენადმე სკლეროზულია. რკალმორჩების სასახსრე ნაპრალები რამდენადმე შევიწროვებულია. პარავერტებრული რბილი ქსოვილები ატროფიის გარეშეა.
წელის L3-L4 მალთაშუა დისკი დეფორმულია, პროლაბირებს დორზო - ცირკულარულად. დისკი პროლაბირებს 7-8 მმ- ზე. ბილატერულად ნერვალური არხები მკვეთრად შევიწროვებულია, ნერვალური ფესვები განიცდის ზეწოლას. დურალური პარკი განიცდის ვენტალურ კომპრესიას.
წელი L4-L5 მალთაშუა დისკი დეფორმულია, პროლაბირებს დორზო - ცირკულარულად, მეტად მარჯვენამხრივი ლატერალიზაციით. დისკი პროლაბირებს 5-6მმ - ზე ბილატერალურად ნერვალური არხები შევიწროვებულია, მეტად მარჯვნივ. ნერვალური ფესვები განიცდის ზეწოლას. დურალური პარკი განიცდის კომპრესიას.
წელი L5-S1 მალთაშუა სივრცე მკვეთრად შევიწროვებულია, მალთაშუა დისკი პროტრუზირებს დორზო - ცირკულარულად. ნერვალური არხები რამდენადმე შევიწროვებულია, ნერვალური ფესვები განიცდის ზეწოლას.
(ეს უკვე ზემოთ დავწერე) დასკვნა: სახეზეა L3 - L4 მალთაშუა დისკის დორზო - ცირკულარული თიაქარი. ბილატერალური ფორამინალური სტენოზი. წელის ?L4 -L5 ალთაშუა დისკის დორზ - ცირკულარული თიაქარი, მარჯვენამხრივი ლატერალიზაციით. ბილატერალური, მეტად გამოხატული მარჯვენამხრივი ფორამინალური სტენოზი. წელის L5 - S1 მალთაშუა დისკის დორზო ცირკულარული პროტრუზიო სტენოზი.
This post has been edited by Jomardi on 1 Oct 2014, 14:52