არის აქ ვინმე? ნუ ვგულისხმობ ისეთს ვინც ნევროლოგიაში ერკვევა...
მოკლედ, გაგანია ნევროზი მაქვს, აგერ უკვე 3 წელია...ამ პერიოდში სერიოზულ ნევროლოგთან მივედი პირველად თვენახევრის წინ...ჰოდა დამინიშნა ანტიდეპრესანტი; სეროქსატი და კიდევ ფინლეფსინი (ეს მემგონი ანტიდეპრესანტი არაა) მოკლედ. სიტუაცია განვითარდა ასე: პირველი 2 კვირა მე ამ წამლებმა დღეში ჩამაგდო, მტერს არ ვუსურვებ, თუ რფამე გვერდით ეფექტი ქონდა, ყველა ჩემზე იქონია. მერე გამიარა ამ ყველაფერმა და უკეთ გავხდი. რომ მივედი დამინიშნა ძალიან მცირე დოზა კეტილეპტი (25 მგ) ეს ამ ყველაფერს შეკრავსო, თან ძილს მოგიწესრიგებსო (უძილობა მქონდა) ხოდა, მოკლედ სადღაც ერთ თვეში ისე ვიყავი ძაან ჯიგრულად, აი ძაან მაგარ ენერგიაზე, ანუ როგორც ადრე ნევროზამდა

))
მაგრამ, აი ამ ბოლო დღეებში, რაღაც ისევ არ მომწონს ჩემი თავი. ნუ რა შედარებაა, ისე არ ვარ, როგოც ადრე, მაგრამ აი ის პროგრესი, რომელიც ამ წამლებმა მომცა თავიდან, თითქოს შეჩერდა.
ჰოდა, რას მირჩევთ? ნორმალურია ეს თუ მივიდე ისევ ექიმთან? ზოგადად გამიგია, რომ ანტიდეპრესანტებს სამოქმედოდ ხანგრძლივი დრო სჭირდებაო, რამდენიმე თვეო...
აბა, წინასწარ დიდი მადლობააააა