ეგ ახალი თაობის დეპრესანტი ნაგავში ჩავაგდე.
არა და - რა ფასი აქვს, არა?
მგონი 1 ტაბ 2 ლარი ღირდა.
ღამის უძილობა და დღისით გაღიზიანებული ვიყავი ხოლმე (ღამის უძილო თავისთავად დღისით გაღიზიანებულია ადამიანი).
ხო და ექიმმა ეს დამინიშნა: ღამე დაგაძინებს და დღისით დაგამშვიდებსო.
როგორი დოზით და რა საათებშიც მითხრა - ისე დავლიე.
უჟას!
არც ღამე მაძინებდა.
უბრალოდ მაბორიალებდა და ისევ თვალდაჭყეტილი ვიწექი ლოგინზე დილის 4-5 საათამდე, ხან 6 საათამდე.
მერე ჩამეძინებოდა ხოლმე დილი 8 მდე, მეღვიძებოდა, 1-2 საათის მერე ისევ მეძინებოდა, მეღვიძებოდა 10 ან 11 საათზე საბოლოოდ - გაბრუებულს.დღის სინათლეზე გასვლისას თვალების დახუჭვა მინდებოდა ისე მაღიზიანებდა სინათლე (ამ წამლის მიღების დღეებში).
ხმები ცოტა ყრუდ მესმოდა .
მოკლედ გაბრუებული დავდიო Dრე და ღამე, მაგრამ არაფერი გამომისწორა - არც ძილი და არც გაღიზიანებულობა.
ასე უაზროდ გაბრუებული რომ ვიყავი - იმაზე უფრო მეტად ვღიზიანდებოდი.
ბოლოს მივედი ვუთხარი - მეთქი თვენმა ნაქებმა წამალმა არ ივარგა მეთქი.
ყველა წამალი ინდივიდუალურიაო.
ალაბთ შენზე არ იმოქმედაო.
და მოდი მაშინ მამაპაპურს დაგინიშნავო.
აღარ მახსოვს ის წამალი.
ძალიან პატარა ტაბლეტები იყო.
1 ტაბ დალიეო ძილის წინ.
მე ცოტა მეშინია ამ ტაბლეტების და ჯერ ნახევარი ტაბ დავლიე და 5 წუთში ძლივს მივასწარი ლოგინამდე. კიდურები გამეთიშა, თაველბს ძლივს ვახელდი.
10 საათი მეძინა ისე რომ არ გამიღვიძია.
და შემდეგი 2 დღე აღარ დამილევია. დაბორიალებული დავდიოდი, სულ მეძინებოდა.
მერე მე4ედი ტაბ ვცადე.
იმანაც მაშინვე გამთიშა და შემდეგ დღეს, დღისით ნორმალურად ვერ ვიმუშავე.
ბოლოს 1 ტაბლეტს 10 პატარა ნაწილად ვამსხვრევდი და ისე ვიღებდი - როცა უძილობა მქონდა.
ღამე მაძინებდა მაგრამ მე2ე დღეს ხელები მიკანკალებდა ხოლმე საღამოს 7-8 საათამდე და ენერგია იმდენი არ მქონდა როგორც ადრე.
ამიტომ მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში ვიღებდი.
სამწუხაროდ სახელი არ მახსოვს

ჩემი ექიმი 93 წლის იყო და მითხრა ჩემს ახალგაზრდობაში იყო ეს წამალი ''მოდაშიო''.