thugსმენა - მომძლავრებული (კალმის მაგიდაზე დავარდნა ყურში მესმოდა როგორც დიდ რკინის გონგზე უროს დარტყმა).
მხედველობა - მგრძნობიარე სინათლეზე (შენობებშიც მზის შავი სათვალით დავდიოდი).
გემოს შეგრძნება დავკარგე დაახლოვებით 70%-80%-მდე.
ენერგია მოულოდნელად მეცლებოდა, მუხლები მიკანკალებდა და უნდა დავწოლილიყავი, ან მინიმუმ დავჯდარიყავი მაინც, რომ არ ჩავკეცილიყავი.
კვირაში 5 დღე არ მინდოდა არავის დანახვა, არ მინდოდა გარეთ გასვლა.
არ ვიყავი აგრესიული ან ენერგიაზე.
უფრო მოშვებული ვიყავი, ''მივარდნილი''.
არ მქონია თვითმკვლელობის არანაირი სურვილი.
(პირიქით, მინდოდა, რომ მალე გამოვჯანმრთელებულიყავი და მალე დავბრუნებოდი ნორმალურ ცხოვრებას).
უბრალოდ ღამე, იშვიათად (5-6 დღეში ერთხელ) ცუდი ფიქრები შემომიტევდა ხოლმე და ვიცრემლებოდი
მაგალითად, ვინმე ახლობელი რომ დაიღუპოს - რა სტუაცია იქნება, რომელი ახლობლები მოვლენ სამძიმარზე და ა.შ. მსგავსი იდიოტობები.
ერთხელ დამავიყდა, რომ ანტიდეპრესანტებზე ალკოჰოლის მიღება არ შეიძლება, 2 ყლუპი ღვინო დავლიე და ქვედა ყბას ვერ ვიმორჩილებდი ის ღამე, გარბოდა სადღაც და ლაპარაკშიც მიშლიდა, ბგერების წარმოთქმაში.
საკმაოდ დრო დამჭირდა, რომ ეს სიმპტომი გამქრალიყო მთლიანად (ჯამში მგონი 2 თვე, წამლის კურსის დამთავრების შემდეგაც გამყვა, მაგრამ უფრო და უფრო იშვიათად მემართებოდა და საბოლოოს დაიკარგა).
მგონი სულ ეს იყო
პირველი 7 დღე ასერტასთან ერთად ქსანაქსიც დამინიშნა 1 ტაბლეტი და პირველი 7 დღე ძილის წამალი - ზოპიკლონი (სონლაკსის სახელწოდებით).
გამაფრთხილა, მე კი გინიშნავ 7 დღით, მაგრამ მაშინვე შეწყვიტე დალევა - როცა ღამე შენით მოგერევა ძილიო (ვერ ვიძინებდი-ხოლმე ღამე).
3 ღამე ვიღებდი მხოლოდ, ისიც, რაც დამინიშნა იმის ნახევარ დოზას, ძლიერი აღმოჩნდა ჩემთვის.
მე4ე დღეს ჩემით ჩამეძინა და მას მერე აღარ მიმიღია.
და მულტივიტამინი დამინიშნა კიდევ.
ძალიან ვიყავი ფიზიკურად გადაღლილი დატვირთული სამუშაოს გამო + მენტალური სტრესი მქონდა ყოველ დღე სამუშაოზე.
როგორც კი ხუდად გავხდი, რა თმქ უნდა აღარ მივსულვარ სამსახურში.
წამოვედი და აღარც მივსულვარ.