#8034766 · 7 Jan 2008, 21:34 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ლოოლ, ეხლა ვნახე...
ეს თემა რო პოლიტიკაში იყოს აქ იქნებოდა ცირკები... თუ სერიოზულად, პოლს აკლია აკლია ვანო მგალობლიშვილის. ჩემს ხმას სამად გავყოფდი მედლაინს, ვანოს კლინიკასა და მედეას შორის...
Shamili_gamarjoba ნანულისათვის ხო არ ეძებ გინეკოლოგსა?
L&L არაფერია გასაკვირი...თქვენი ლაბი მაინც სუპერსკია, ტყვიას ტყვიაში აჯენენ...არ ვხუმრობ.
რა მიკვირს, ადრე CA-153 რომ იყო ორჯერ უფასოდ, გასაგებია ზაზას ან კოტრიკაძის რომელიმე ასპირანტს სადისერტაციო მასალა ექნებოდა მოსაგროვებელი, მაგრამ ეხლა წითურა როა უფასო, ვის დისერტაციას აკეთებთ?
macaco-fast65 მე მგონი რომ უსამართლო ხარ, თუმცა რასაც წერ, ნაწილობრივ მართალია...
QUOTE | მგალობლიშვლის კლინიკაში ჯერ ლოდინით დააკვდები სკამს |
მართალია...მაგრამ შენს წინა პაციენტებს თუ საკმარისი დრო არ დაუთმეს, შენ როგორ დაგითმობენ? სამწუხაროდ გინეკოლოგიურ კლინიკებში ვერსად ვერ ხერხდება პაციენტის დანიშნულ დროზე ჩაწერა და მიღება ექოს გარდა, გასინჯვას ყოველთვის სხვადასხვა დრო სჭირდება. ამას თუ ცოტა ვანოს პიროვნულ სიზანტეს დაუმატებთ, მომუშავე ქალისათვის მართლაც ძნელია...
ფასებში ვანო მართლაც ჩემპიონია, თუმცა არ მახსოვს როდესმე მათ ზედმეტი(არასაჭირო) გამოკვლევა დაენიშნოთ, რასაც ბევრ სხვა კლინიკაში აკეთებენ...
QUOTE | ზოგიერთი უგულო მეტიჩარა ექიმი შეგაძულებს იქ მისვლას. |
ეს მართლაც უსამართლობაა, უგულობას ვანოს ექიმებს ნაღდად ვერ დავაბრალებ, თუმცა მისი ფასების დანახვის შემდეგ ექიმის პირზე ღიმილი შეიძლება ვინმეს დაცინვად მოეჩვენოს.
QUOTE | ორიონს რაც რეკლამა აქვს იმის მეოთხედი არაა. |
ესეც რბილად რომ ვთქვათ არასწორია. ორიონს რეკლამა საერთოდ არ აქვს, სად გინახია? მისი რეკლამა მადლობელი პაციენტებია. ნამდვილად ძალიან კარგი სამშობიაროა და არა მარტო თბილისის პირობაზე. აი ორსულის ამბულატორიული მეთვალყურეობის ეტაპზე კი მანდ არავის ვურჩევ. სამშობიაროდ კი ვაგზავნიდი და კიდევ გავაგზავნი..
BigCrow ყვავა, შენ რაღა გინდა აქა? შენ პრეზიდენტობის კანდიდატად წამოგაყენე და რატო არ იყარე კენჭი?
@@@@
QUOTE | რას უჩივი ჯანმრთელობის სახლს? |
დონვასოს მართლაც აქვს მიზეზი და ეს მიზეზია და არა საბაბი...
QUOTE | ან ინტერკლინიკაში რომელი ყავთ მაგარი სპეციალსტი, ნატაშა? |
აქ მართალი ხარ, აი lala-მ კარგად გამოასწრო მანდედან...
LoRnaDoON tatusia
ჟორდანიას ინსტიტუტი მაგონებს ბაზრობას, სადაც ყველა ექიმს ცალ–ცალკე ბუდკა აქვს © ikebana თქვენ ეტყობა შედარებით კაი ბუდკაში მოხვდით...
--------------------
ვირებში თუ ხარ უნდა შენაც ტლინკები ყარო, ვაქცინისტებო D ვიტამინს არ გაეკაროთ! ზოგადად ფიზიოლოგია გოგოებმა უფრო უკეთ უნდა იცოდნენ, ქალი გაცილებით ფიზიოლოგიური არსებაა ვიდრე მამაკაცი (C) tengo9786
|