torckikoგერმანიაში ვყიდულობდი.
Ferro Sanol Duodenal.
ასე ჰქვია.
იქნებ ჩამოატანინო ვინმეს ან გამოიწერო ონლაინ.
სპეციალურ კაფსულაშია მოთავსებული, რომელსაც კუჭის წვენი ვერ შლის.
20 წუთი კუჭშია ასე, გაუხსნელად და შემდეგ გადადის უკვე ნაწლავში და იქ იხსნება და ნაწლავიდან შეიწოვს რკინას და ყველაფერს - რაც იმ კაფსულაში (ბე ჯგუფის ვიტამინები, ცე ვიტამინი და ა.შ.).
ასევე ინტერნეტში წავიკითხე, რომ ყველაზე მეტ რკინას ნაწლავიდან შეიწოვს ორგანიზმი, და არა - კუჭიდან, და ასეთი წამლებიც/კაფსულები სპეციალურად არის შექმნილი რომ ნაწლავში გადასვლამდე არ გაიხსნას და გაიხსნას იქ - საიდანაც ყველაზე მეტს შეიწოვს ორგანიზმი.
პ.ს. უზმოზე უნდა დალიო წყალთან ერთად და 1 საათი არაფერი ჭამო.
მაქსიმუმი - დღეში 3 შეგიძლია მიიღო - თუ ძალიან დაბალია რკინის და ჰემოგლობინის მაჩვენებელი.
რეკომენდირებულია ფორთოხლის წვენთან ერთად დალიოვო, მაგრამ უზმოზე ჩემმა მტერმა დალიოს ფორთოხლის წვენი.
ეგ რომ გავაკეთო - შემდეგი 1 კვირა კუჭის ტკივილები მომკვალს.
საკამრისია ის ცე ვიტამინი - რაც იმ კაფსულაში.
იკმაროს

პ.პ.ს. საქართველოში რომ გამითავდა, მოკლე პერიოდი ფერო ფოლიქსს ვიღებდი.
გიცდია?
არ გამიღიზიანა კუჭი (სუსტი კუჭი მაქვს ზოგადად, მალე მიღიზიანდება, თუ რამე ისეთი მივიღე - მჟავე ან მწარე).