როგორც ყოველთვის დილა 8 საათზე იწყება (არ აქვს მნიშვნელობა არც “ვიქენდებს”) პირდაპირ აბაზანას მივაშურებ და მხვდება ჩემი უსაყვარლესი მეგობარი სარკე. სარკევ, სარკევ ვინ არის ყველაზე ლამაზი? რა თქმა უნდა შენ მაგრამ ამ სიტყვებს სარკე კი არა დედაჩემი მიმეორებს. ”ყვავს თავის ბახალა უყვარსო” დედეჩემსაც მოსწონს თავისი ერთადერთი ქალიშვილი. მე კი თითქმის ყოველ დილას ვეჩხუბები სარკეს და დედაჩემსაც არ ვეთანხმები. სიამოვნებით გავიკეთებდი ცხვირის ოპერაციას, მოვიმატებდი სიმაღლეში, მინდა მქონდეს გრძელი ფეხები. მოკლედ დიდი სიამოვნებით ვიქნებოდი მონიკა ბელუჩი, კლაუდია შიფერი ან კამერონ დიასი. ალბათ სხვა ბევრი გოგოც ოცნებობს გარეგნობის შეცვლაზე და მიმზიდველ ფორმებზე. ისეთზე როგორიც მაგალითად ბიონსეს, ჯენიფერ ლოპესს, პერის ჰილტონს აქვთ. დღესდღეობით კი შენი საოცნებო გარეგნობის მისაღწევად ბევრი შრომა არ მოგიწევს თუ პლასტიკურ ქირურგიას მიმართავ. რამოდენიმე საათში შეგიძლია მიაღწიო სასურველ შედეგს. დიდი ცხვირი და ყურები პრობლემას აღარ წარმოადგენს, არც შენი “პირველი” ზომა მკერდია პრობლემა და არც განიერი თეძოები, რომელიც ხშირად გვაწუხებს ქართველ მანდილოსნებს.
ისე კი უბრალოდ ამოვიჩემებთ ხოლმე ერთ ნაწილს და დღეებს მისი რეკონსტრუქციის ფიქრში ვატარებთ. ფსიქოლოგები ამბობენ რომ ყველაფერი გონებიდან მოდის. თუ შენ შეიყვარებ შენი სხეულის არც თუ ისე ლამაზ ნაწილს, სხვასაც მოეწონება. სხვათა შორის 2005 წელს ჩატარდა გამოკითხვა, რომლის შედეგად 70% გამოკითხული მამაკაცებისა წინააღმდეგია, რომ ქალმა გარეგნობა პლასტიკური ქირურგიის სახით შეიცვალოს. მაგრამ არსებობს მეორე მომენტი, როდესაც ქალი ასაკში შედის და სახის კანი დაჭიმვას მოითხოვს. კანის დაჭიმვა (ფეისლიფტინგი) პირველად 1919 წელს ჩატარდა. შემდეგ შემოიღეს დერმაბრაზია, ბლეფაროპლასტიკა, მეზოთერაპია, ბოტოქსის ინექციები და ა.შ. კანის დაჭიმვა აქტუალურია 45-ს გადაცილებულ ქალებში. ასევე ძალიან პოპულარულია მკერდის გადიდება, რომელიც სილიკონით ხორციელდება. ლიპოსაქციას კი არამარტო ქალები, მამაკაცებიც მიმართავენ. ღიპის, ბარძაყების და მოკლედ ეს ზედმეტი ცხიმის თავიდან მოცილების საუკეთესო საშუალებაა.
თუ შენ ნამდვილად გაქვს გადაწყვეტილი პლასტიკური ოპერაციის გაკეთება, ამაში ცუდი არაფერია. მერე რა თუ გინდა, რომ უფრო ლამაზი იყო ვიდრე ხარ. ზოგ შემთხვევაში კი პლასტიკური ოპერაცია აუცილებელია. ის არამარტო გარეგნულად შინაგანადაც ცვლის ადამიანს.
მე შევეცადე მომეძებნა ის კითხვები, რომლებიც ხშირად უჩნდებათ ქალბატონებს პლასტიკურ ქირურგიასთან დაკავშირებით. კითხვებს პლასტიკური ქირურგი, თსსუ სრული პროფესორი, სახელმწიფო პრემიის ლაურიატი, პროფესორი ივა კუზანოვი პასუხობს:
-რა ასაკიდან არის დასაშვები პლასტიკური ქირურგია?
ეს დამოკიდებულია იმაზე თუ რა სახის კორექციას მივმართავთ. თუ საუბარია რინოპლასტიკაზე (ცხვირის ფორმის კორექცია), დასაშვებია 17 წლიდან. ამ ასაკში სახის ძვლებისა და ცხვირის ჩონჩხის განვითარება დასრულებულია. შესაბამისად, ნებადართულია ცხვირის ფორმისა და სილამაზის მიცემა. მაგრამ თუ ბავშვს ადრეულ ასაკში აწუხებს და ვერ სუნთქავს. მაგალითად როდესაც ძგიდეა დაზიანებული ან სხვა წანაზარდებთან გვაქვს საქნე, ოპერაცია აუცილებელია. თუ ბავშვი ცხვირით არ სუნთქავს დაახლოვებით 50% ჟანგბადი არ მიეწოდება გულ-სისხლძარღვთა სისტემას, თავსა და ტვინს. ასევე ყურის კორექციაც ნებისმიერ ასაკშია ნებადართული. ხოლო რაც შეეხება სახის კანის დაჭიმვას, ის უკვე ინდივიდუალურია. არის შემთხვევა, როდესაც 40 წლის ასაკში საჭიროებს კანი დაჭიმვას. რეალურად კი 45-50 წლის შემდეგ უნდა გაკეთდეს სახის კანის დაჭიმვა კლასიკური მეთოდით, გაახალგაზრდავედის მიზნით.
-სახის კანის დაჭიმვის რა მეთოდები არსებობს?
არსებობს სახის კანის დაჭიმვის სამი მეთოდი. ერთ-ერთი მათგანია კლასიკური მეთოდი, რომელსაც ჩვენი კლინიკა იყენებს. ეს გახლავთ ქირურგიული კლასიკური მეთოდი, მაგრამ ჩვენ ვამატებთ ლიპოსაქციას, სტიმულაციისათვის. როდესაც საქმე გვაქვს ენდოსკოპიურ ოპერაციასთან: წარბის, ქუთუთოს, ძვლის კუნთის აწევა, ამ შემთხვევაში კეთდება ენდოქირურგიული მეთოდი. მხოლოდ კუნთების დაჭიმვითაც შეიძლება მივიღოთ საუკეთესო შედეგი. ძალიან კარგ შედეგს ღებულობენ კოსმეტოლოგები და ლაზერო თერაპევტები. მთელი პროგრამაა დამუშავებული სადაც შესაძლოა ოპერაციაც არ გახდეს საჭირო. ჩვენს კლინიკაში არის სამი კაბინეტი: ლაზეროთერაპიის და ლაზეროქირურგიის, კოსმეტოლოგიის, დერმატო ქირურგიის. ლაზერის სხივებით კანის ელასტიურობა მატულობს და იჭიმება, ხდება “ლიფტინგი” არა ოპერაციით არამედ ლაზერის დასხივებით. შემდეგ კანს ამუშავებს კოსმეტოლოგი მალამოებითა და ვაკუმ-მასაჟორებით. თუ კანი ძალიან დაბერებულია, დაახლოვებით 70 წლის ასაკში, მაშინ ხორციელდება ქიმიური პილინგი. ქიმიური ნივთიერება იწვევს ე.წ ზედაპირულ დამწვრობას და შლის უხეშ კანს.
-მკერდზე რა სახის ქირურგია კეთდება?
მკერდზე სამი სახის ოპერაცია კეთდება. პოსტლაქტატური პერიოდის ატროფია
_ როდესაც მკერდი ვარდება ამ შემთხვევაში უნდა გაკეთდეს “ლიფტინგი”. ”გიგანტო მასტიის” დროს ხდება დიდი მკერდის დაპატარავება. დიდ მკერდს დაახლოებით 5-8 კილო აკლდება და შემდეგ კეთდება პატარა, ტანთან შესაფერისი მკერდი. არის შემთხვევა როდესაც ქალს “არ აქვს მკერდი”. ამ შემთხვევას “ამასტია” ჰქვია, როდესაც ქალს არ უვითარდება ჯირკვალი. ამ შემთხვევაში ყველაზე კარგია სილიკონის პროტეზი, რომელიც არანაირ საშიშროებას არ წარმოადგენს ორგანიზმისთვის და მიიღება ულამაზესი მკერდი. ქალი სრულფასოვნად აგრძელებს ცხოვრებას, ოჯახსაც ქმნის, ბავშვსაც აჩენს და ა.შ.
-ძალიან გავრცელებულია ლიპოსაქცია, რას იტყვით ამ მეთოდზე?
ლიპოსაქცია ეს არის სხეულის ფორმებს კორექცია და არა პროცედურა რომელსაც წონის დაკლების მიზნით იკეთებენ. მაგალითად “გალიფე” რომელიც ხშირია ჩვენს მოსახლეობაში. ეს არის ბარძაყებისა და უკანა ტანში დაგროვილი ცხიმი, ამ ცხიმის ამოტუმბვას ეწოდება ლიპოსაქცია. თუ ამოვიღებთ 6 ლიტრ ცხიმს ადამიანი იკლებს დაახლოებით 2 კილოს. სამაგიეროდ ძალიან იცვლება ფორმები და გარდერობი ხდება მთლიანად გამოსაცვლელი.
-რამდენად მუდმივია ლიპოსაქცია?
სადაც ლიპოსაქცია კეთდება იმ ადგილას ცხიმი აღარ გროვდება. მას ახალი კონტურები უნარჩუნდება. სწორედ ამიტომ ყველას ვურჩევთ ლიპოსაქციის გაკეთების შემდეგ დაიცვან დიეტა, წინააღმდეგ შემთხვევაში ცხიმი სხვა ადგილიბში ჩადგება.
-მამაკაცები თუ მიმართავენ პლასტიკურ ქირურგიას?
ბოლო 10 წლის მანძილზე პაციენტებში იმატა მამაკაცთა რიცხვმა. ისინი ძირითადად მოითხოვენ: რინოპლასტიკას, კანის დაჭიმვას და მუცლის (ღიპის) ლიპოსაქციას.
დავუბრუნდეთ იმ მომენტს როდესაც პლასტიკური ოპრაცია აუცილებელია. როგორც გაირკვა გარეგნობის შეცვლა გარკვეულ ზეგავლენას შინაგან სამყაროზეც ავლენს. გხსოვდეს რომ ყველაფერი ზომიერების ფარგლებში უნდა მოხდეს რომ დისმორფოფობიაში არ გადაიზარდოს. ამ ყველაფერს დაწვრილებით ფსიქოლოგი რუსიკო მხეიძე აღვიგწერს:
-ყველა პიროვნებას აქვს სურვილი გარკვეულ ასაკში შეიცვალოს გარეგნობა. მაგრამ ხშირად მას ეს საერთოდ არ ჭირდება, უბრალოდ მას აქვს დაბალი თვითშეფასება, როდესაც სარკეში იყურება, არ მოსწონს საკუთარი თავი. ხშირ შემთხვევაში შეცვლილი გარეგნობა მათ აკმაყოფილებთ, მაგრამ არის შემთხვევები როდესაც აღარ მოსწონთ შეცვლილი გარეგნობა. ეწყებათ დეპრესია, შფოთვითი აშლილობა. არის კიდევ უფრო მძიმე შემთხვევა – დისმორფოფობია როდესაც ადამიანს არ მოსწონს საკუთარი გარეგნობა და იგი გამუდმებთ იკეთებს პლასტიკურ ოპერაციას, დაახლოვებით 17-20 ოპერაციას. მაგრამ არიან ადამანები რომელთაც მართლა სჭირდებათ გარეგნობის შეცვლა. ზოგს აქვს ძალიან დიდი ცხვირი, რომელიც მას ამახინჯებს. მათ უვითარდებათ შიშები, შფოთვითი აშლილობა, ეჭვიანობა, გონიათ რომ მას გამუდმებით დასცინიან. ასეთი ადამიანი როდესაც ოპერაციას იკეთებს რათქმაუნდა მისი თვითშეფასებაც მატულობს და მოსწონს საკუთარი თავი. საზოგადოებაში იმკვიდრებს სრულფასოვან ადგილს და აღარ არის დათრგუნული. იშვიათად მაგრამ არის აღმოჩენილი რომ ზოგჯერ უჭირთ საკუთარი ახალი გარეგნობის შეგუება. როდესაც ადამიანი რაღაცას იცვლის ის უკვე ყველანაირად იცვლება, იცვლება მისი ფსიქოლოგიაც. მას სხვანაირი მოლოდინი აქვს, გაურკვევლობა იმისა, რომ იქ რა იქნება. ეს იმ შემთხვევაში როდესაც მისი გარეგნობა არ საჭიროებს დიდ კორეგირებას.
This post has been edited by EXTRAORDINARY on 1 Jul 2008, 15:20
მიმაგრებული სურათი