...ე.ი. ისეთი ბედნიერი ვარ, არ შემიძლია არ გაგიზიაროთ...

25 წლის ვარ და ძლივს გადავწყვიტე ცხვირის ოპერაციის გაკეთება, არადა რამდენი ხანია დაკომპლექსებული ვარ ჩემი გარეგნობით, კეხიანი ცხვირის გამო. სულ მესმოდა კუზანოვი, კუზანოვი - რა კუზანოვი]!!!!!!
ერთი თანამშრომელი მყავს, რომელსაც თურმე ცხვირი ნაოპერაციები ჰქონია. ერთი წელია ვიცობ, და სამი თვის წინ გავიგე, რომ ცხვირი გაკეთებული აქვს, იმდენად არ ეტყობა. რა თქმა უნდა გამოვკითხე ყველაფერი და თურმე მედლაინში ჰქონია გაკეთებული.
დაქალებმა ამიყოლიეს და წამიყვანეს კონსულტაციაზე მედლაინში. მივედი, ყველაფერი ამიხსნეს, დამაწყნარეს, როგორ შეიძლება არ დამშვიდდე ასეთ ექიმებთან ლაპარაკის შემდეგ?!

ორი ქირურგია, ერთი უფროსი - თავდაჯერებული, გაწონასწორებული, საყვარელი და მეორე, უფრო ახალგაზრდა. უსიმპატიურესი, თბილი

. მოკლედ აღფრთოვანებული დავრჩი ექიმებით.
როცა გადავწყვიტე ოპერაციის გაკეთება, კომპ-ში მანახეს რამდენიმე ვარიანტი, როგორი შეიძლებოდა რომ გამომსვლოდა ცხვირი. მე თვითონ ავირჩიე და შემდეგ გამიკეთეს ანალიზები. გამესაუბრა ანესთეზიოლოგი, დამაწყნარა, რომ არაფერი საშიში არ იყო. და მართლაც ისეთი ნარკოზი იყო, რომ თითქოს ერთი წუთით დავიძინე და გამაღვიძეს. მაგრად მახსოვს იმ გოგოს სახე, როგორ მაღვიძებდა, ძალიან საყვარელი იყო

"გაიღვიძე, ყველაფერი კარგად არის, უკვე მორჩა ოპერაცია, ძალიან ლამაზი ცხვირი გამოგივიდა."
მოკლედ ყველამ ძალიან თბილად მიმიღო და თბილად გამომისტუმრა. ერთადერთი რაც არ მომეწონა, ჯუჯღუნა დამლაგებელი ყავთ.
ერთი კვირაა რაც ნახვევი მომხსნეს, ჯერ ცოტა შეშუპებული მაქვს ცხვირი, მაგრამ უკვე მომწონს

. სახლში ვეღარ ვჩერდები, სულ მინდა ჩემი ცხვირი გავამარიაჟო.