ახლა დავხედე თარიღს,მეც 2008 წელს დამემართა ეგ უბედურება. ნუ თავიდან ჩემზეც ვასკულიტი ეგონათ,მერე თრომბოციტოპენიური პურპურა აღმოჩნდა. კარგი პროფესორი უნდა მაგ ამბავს და სერიოზული მიხედვა. თუ მოზარდს დაემართა მე ლევან ბახტაძეს ვუწევ რეკომენდაციას <3 უსაყვარლესი კაცია, თუმცა ახლა თუ მოღვაწეობს არ ვიცი

ბავშვთა რესპუბლიკური კლინიკის ონკო-ჰემატოლოგიურ განყოფილებაში იყო.
არაა ეგ დასაგვიანებელი და ხვალისთვის გადასადები საქმე,არც ერთი ჰემატოლოგიური დაავადება. მე ძლივს მივასწარი, კიდევ ერთი დღე რომ დაეგვიანებინათ ჩემი საავადმყოფოში დაწოლა დღეს აქ არ დავპოსტავდი.
მიუხედავად იმისა რომ კითხვა ამდენი წლის წინაა დასმული, მაინც დავწერ. სამწუხაროდ, არც თუ ისე იშვიათი შემთხვევაა:
ახლა რაც შეეხება ჰემორაგიულ ვასკულიტს.
საიდან ჩნდება - შეიძლება გვქონდეს გენეტიკური მიდრეკილება, ასევე გამომწვევი მიზეზი შეიძლება გახდეს:ინფექცია,ინტოქსიკაცია,ორგანიზმის გადახურება ან გადაცივებაც კი.
სიმპტომები - გამონაყარი სხვადასხვა უბანზე, სახსრების ტკივილი,შესიება,შარდში შეიმჩნევა სისხლი და აშ.
თუ დროზე არ მივხედეთ - შეიძლება განვითარდეს შინაგანი სისხლდენა ( ფილტვში), ღვიძლის/თირკმლის უკმარისო და ათასი სხვა უბედურება.
ჩემი პასუხი არაა ამომწურავი,და აუცილებელია მივმართოთ ექიმს.
მე გისურვებთ ნაკლებ თავის ტკივილს ასეთ ამბებში და შესაბამისად ჯანმრთელობას