#9199552 · 13 Apr 2008, 16:39 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
miriani1987
QUOTE | ჯი პი აი უბანძესი სადაზღვევო აგენტურაა სადაც თანამშრომლებს ელემენტარულ პატივს არ ცემენ და კაპიკებს უხდიან!!!!!!!! |
რა იყო ვერ გაიარე გასაუბრება? თუ რატო ხარ ეგეთი დაბოღმილი... ჯიპიაიში რომ მეგობრული ატმოსფეროა შექმნილი ბევრა კომპანიამ ინატროს... ზემოდან აქ არც გენერალური დირექტორი გიყურებს და არც უშუალო უფროსი... DICOM
QUOTE | აბსოლუტურად გეთანხმები. ისეთი ექიმის რა ვთქვი მაგათი მითითებებით რომ მოკლავს პაციენტს. |
ძალიან დიდ ტყუილს და ცილისწამერბას ამბობ ეხლა... გრცხვენოდეს... miriani1987
QUOTE | ართალია...... მალე გაქრება ეს ჯგუფი! ადრე დამიბარეს გასაყბრებაზე სადაზღვევო აგენტის ვაკანსიაზე და მივედი და ბენზინ გასამართ სადგურებზე უნდა იაროო მაგარი ავითხარე იმდენი სერთიფიკატები მაქვს მაგათ დაესიზმრებათ. უმაღლესი დავამთავრე, და გეგონება მონა ვიყო ისე მითხრეს. და გამომუშავებითო. |
უმაღლესი განათლების მქონე პირი როპმ მიდიოდი გასაუბრებაზე არ უნდა გცოდნოდა რა არის სადაზღვევო აგენტი? ერთი კომპანია მაინც მითხარი მსოფლიოში, სადაც სადაზღვევო აგენტი გამომუშავებაზე არ არის... პირველ ეტაპზე 150 ლარია ფიქსირებული ხელფასი (მოძრაობის და ტელეფონის ხარჯი) დანარჩენი კი გამომუშავებაზეა... ყოველი მოზიდული თანხიდან 10 %... ვინც ჩახედულია დამეთანხმება რომ არ არის ეს მათხოვრული თუ იმუშავებს ადამიანი და თვეში თუნდაც 5-6 მანქანას თუ დააზღვევს... გარკვეული ტანხის მოზიდვის შემდეგ აგენტის თანამდებობა და ფიქსირებული ხელფასიც იზრდება... ჩვენთან არიან აგენტები, რომელთა ხელფასიც 2000 ლარს აღწევს...
QUOTE | კომპანია აირზენამ და დღეს აირზენაში ვმუშაობ. სადაც უბედნიერესად ვგრძნობ თავს. |
ღმერთმა ხელი მოგიმართოს miriani1987
QUOTE | ეხლა წარმოიდგინე ნორმალური რომ იყოს აქამდე სადმე საიტზე დააგდებდნენ და ვინმე ნახავდა მაგრამ ხო ხედავთ? |
ეს მე დავაგდე ამ ფორუმზე, იმიტომ რომ ვინმე უმუშევარი თუ იქნებოდა შანსი ქონოდა რომ დაეწყო მუშაობა, თორემ ნუ გეშინია... მსურველების რაოდენობას არ უჩივის კომპანია... DICOM
QUOTE | სადაზღვევო კომპანია რომელსაც არა აქვს სამედიცინო პაკეტი პროვაიდერის თავისუფალი არჩევის პირობით და რომელიც გაიძულებს პირველად აუცილებლად მის კლინიკაში მიხვიდე (რომელიც გაურკვეველი წარმოშობის და მორალურ-ეთიკური მახასიათებლების ექიმებითაა დაკომპლექტებული) - სიცოცხლისათვის საშიშია. |
პირველად უნდა მიხვიდე პირად ექიმთან, რომელიც დაზღვეულს დააკვალიანებს რომელ პროვაიდერ კლინიკაში და რა სპეციალობის ექიმთან უნდა მივიდეს... რა არის აქ საგანგაშო ვერ ვხვდები... თუ გადაუდებელი ჰოსპიტალიზაცია სჭირდება ადამიანს და პირად ექიმთან კონსულტაციას ვერ ახერხებს მაგ შემთხვევაში არანაირი პრობლემა არ არის... არაპროვაიდერთან რომ მივიდეს მაინც აუნაზღაურდება ზარალი
QUOTE | ასეთი პაკეტები აქვს: იმედი Lს და BCI ალდაგს. ჯი პი აის ასეთი პაკეტი არა აქვს. მეტიც ამათ ყველაზე კარგი სადაზღვევო პაკეტი 25 დოლარიანი აქვთ. დაუშვათ არ მომწონს ის რაც ამ პაკეტშია და მინდა გადავიხადო მეტი უკეთესი პირობების მისაღებად - ამის საშუალებას არ გაძლევენ. ამის მერე იმისი განცხადება რომ ეს კომპანია "დიდი, ძლიერი და სერიოზულია" არასერიოზულად მიმაჩნია.
საქართველო სამწუხაროდ არ განეკუთნება იმ ქვეყნების რიცხვს სადაც ექიმის ლიცენზია უკვე იმას ნიშნავს რომ მინიმუმ არ გავნებენ. ასეთ პირობებში პროვაიდერის არჩევის თავისუფლება უკიდურესად მნიშვნელოვანი ხდება.
სადაზღვევო კომპანიების აპოლოგეტებს და მარკეტინგის მენეჯერებს კი მინდა ვუთხრა, რომ ამ ქვეყანაში ჯერ იმდენად არ ბნელა რომ ასე უსირცხვილოდ დაგვაბოლონ. |
რატო ლაპარაკობ იმას, რაშიც არა ხარ ჩახედული? ინდივიდუალურად დაზღვევისას ყველა კომპანიაში არის რამოდენიმე სახის სტანდარტული პაკეტი... არც ერთ კომპანიაში ინდივიდუალური დაზღვევისას კლიენტი ვერ ჩამოწერს რა დაფარვების აღება უნდა... დაუდებენ სტანდარტულ პაკეტებს და მათში ირჩევს...კონკურენტ ფირმებს რა და როგორ აქვთ ძალიან კარგად ვიცი
და საერთოდ ვინც არა ხართ დაზღვეულები ჯიპიაიში ძალიან გთხოვთ ჭორებს ნუ ავრცელებთ, ვისაც რაიმე პრეტენზია აქვს რომ რასაც ვწერ ტყუილია და მან სხვანაირად იცის, მაშინ ისიც თქვას საიდან იცის... ვინ უთხრა...
ვისაც აქვს შეხება დაზღვევასთან ძალიან კარგად იცის როგორი ანაზღაურების ხარისხი აქვს ჯიპიაის... მითუმეტეს ჯანმრთელობის დაზღვევაში
მოდერატორს ვთხოვ დახუროს თემა. ვაკანსიაზე განაცხადების მირება დამთავრდა უკვე
This post has been edited by ჯი პი აი on 13 Apr 2008, 16:42
--------------------
ჯიპიაი ჰოლდინგი - ვენის სადაზღვევო ჯგუფი <<<<<<GPI Holding - Vienna Insurance Group>>>>>>
თქვენ საიმედო ხელში ხართ !!!
|