ეუფ. არ გჭირდება ნამდვილად. 172 ნამდვილად არაა ის სიმაღლე, ძვლების საჯიჯგნად ღირდეს. თანაც, სადღაც 167 სმ-მდე გოგოებს მაღალი ბიჭები მაინცდამაინც არ მოსწონთ, ასე რომ, თუ მაღლების ინტერესი არ გაქვს, ნამდვილად არ გიღირს წვალებად

იმ 8 000$-ის მეასედით წიგნები რომ იყიდო და წაიკითხო, გაცილებით მეტად დააინტერესებ საპირისპირო სქესს, ვიდრე 10 სანტიმეტრით.
პ.ს. ისე არ გაიგო, თითქოს უწიგნური მგონიხარ და იმიტომ გითხარი წიგნები იყიდე-მეთქი

პირიქით, მაგ ამბავში ინტელექტის მნიშვნელობას გავუსვი ხაზი. ჭკვიანი ბიჭი ჩანხარ და მითუმეტეს არ გინდა 10 სმ. სად ინტელექტი და სად სიმაღლე.
პ.პ.ს. მე, გოგო გეუბნები ამას