#10553823 · 26 Jul 2008, 15:53 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ექიმი არ ვარ და არც კომპეტენტური ახსნა მაქვს ამასთან დაკავშირებით.. მე უბრალოდ ბავშვობიდან მქონდა ეს პრობლემა.. ყველაფერში სწრაფი ვარ და უფრო სკოლაში ჩამომიყალიბდა ეს პრობლემა, როცა ვცდილობდი ჩქარა მეთქვა ჩემი სათქმელი.. ერთი-ორი წლის წინ გამიარა, ოღონდ ჩემი ძალისხმევით.. თავის ხელში აყვანა ვისწავლე.. უფრო ასაკმაც იმოქმედა ალბათ, ახლა 20 წლის ვარ და შედარებით დინჯი გავხდი.. თან აშკარად ნერვებიც მოვიწესრიგე.. ძალიან მშვიდი გავხდი თინეიჯერობის დროსთან შედარებით.. ხანდახან ახლაც მაქვს სიჩქარის შემოტევები და ამ დროს ენაც მებმება, მაგრამ უცებ ვჩერდები და თავი ხელში ამყავს, მცირე პაუზას ვაკეთებ და ნელა ვიწყებ ლაპარაკს..
|