ეს უკვე თავხედობაა და მოდერს ვთხოვთ რეაგირებას.
ვპოსტავთ როცა გვცალია. აქ არავინ არ არის ვალდებული იმორიგეოს და პასუხი გასცეს შეკითხვებს. ადრე აქ სამი სხვადასხვა გინეკოლოგი პოსტავდა, რომელთაგან სამწუხაროდ მხოლოდ ჩვენ შემოვრჩით და თუ მსგავსი შეურაცყოფები გაგრძელდება, ჩვენც შევწყვეტთ.
თქვენ ხომ არ გგონიათ რომ ტიმის მიერ ვართ დანიშნულები და ხელფასს ვიღებთ აქ?
პასუხგაუცემელი შეკითხვების უმეტესობაზე პასუხი ან ამ თემის წინა გვერდებზეა გაცემული, ან არსებობს შესაბამისი თემები:
განყოფილების წესები,გზამკვლევი,კატალოგიერთი და იგივეს გაფუჭებული პატეფონივით ვერ გავიმეორებთ
შეკითხვები - მტკივა, სისხლდენა მაქვს, უბრალოდ იგნორირებული იქნება - მათზე პასუხის გაცემა შეუძლებელია, სიტუაცია მაქსიმალურად დააკონკრეტეთ.
ასევე იგნორირებული იქნება შეკითხვები, სადაც დიაგნოზის დასმას ითხოვენ - ფორუმზე დიაგნოზის დასმა და დანიშნულების მიცემა არ ხდება.
ახლა რაც შეეხება თქვენს ეროზიას - ჩვენ ყველანაირად ვერიდებით არანამშობიარებ საშვილოსნოს ყელის მოყინვას, მაგრამ თუ გამოუვალი სიტუაციაა, რას ვიზამთ. ამჟამად არანაირი საფუძველი არ გვაქვს თქვენი ექიმის რეკომენდაციის გაპროტესტების. კრიომდე საჭიროა კოლპოსკოპიური გამოკვლევა და პაპ ნაცხი. შეიძლება პაპილომავირუსზე გამოკვლევაც გახდეს საჭირო.
iako111ეს ციტომეგალოვირუსის კი არა, ციტომეგალოვირუსის ანტისხეულების ფორმაა. ციტომეგალოვირუსი საშიშია, თუ ახალი ინფექციაა. რისკის ხარისხი დგინდება ანტისხეულთა ავიდობის გამოკვლევით. თუმცა როგორიც არ უნდა იყოს შედეგი, ციტომეგალო G ანტისხეულების არსებობა ორსულობის შეწყვეტის ჩვენება არ არის.
ციტომეგალოვირუსს აქ ადრე მიეძღვნა მთელი თემა:
ციტომეგალო ვირუსი This post has been edited by L&L on 2 Feb 2009, 00:52