
ახლა გადავიკითხე წინა გვერდი
movedi_25 შანსი არის და საკმაოდ მაღალი, აქტის დროს მამაკაცი გამოყოფს სეკრეციულ სითხეს, რომელიც შეიცავს გარკვეული რაოდენობით სპერმატოზოიდებს, შეწყვეტილი აქტი არ უზრუნველყოფს კონტრაცეფციის მაღალ დონეს
-----------------------------------------------------------------------
შეწყვეტილის სქესობრივი აქტი საკმაოდ არაეფექტური კონტრაცეფციის მეთოდია.
ჯერ ერთი, ყველა კაცს არ აქვს უნარი წინასწარ იგრძნოს ეაკულაციის დადგომა და ამ მომენტში თავის კონტროლირება.
მერე მეორე,
პერმატოზოიდების გარკვეული ნაწილი გამოიყოფა აქტის დასაწყისშიც. ზოგიერთი მონაცემის მიხედვით, ეს სწორედ ყველაზე უფრო მოძრავი და სიცოცხლისუნარიანი სპერმატოზოიდებია, რაც ჩასახვის ალბათობას განსაკუთრებით მაღალს ხდის.
ამას გარდა, განმეორებითი სქესობრივი აქტების დროს საშოში შესაძლოა მოხვდეს სპერმატოზოიდები, რომლებიც პირველი აქტის შემდეგ მამაკაცის საშარდე გზების კედლებზე დარჩა.
სტატისტიკის მიხედვით, 100 წყვილიდან, რომლებიც ამ მეთოდით იცავენ თავს, დაორსულება ხდება 20–25 შემთხვევაში.
ამ მეთოდის არასაიმედოობის გარდა, აღსანიშნავია მისი მავნებლობა ფსიქოლოგიური თვალსაზრისით–პენისის გამოყვანის აუცილებლობის გამო ირვევა ორგაზმის შეგრძნებები, როგორც ქალის, ისე მამაკაცის, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სქესობრივი აქტით დაუკმაყოფილებლობის პრობლემა.