2 ქეისს დავდებ. ორივე დღეს ვნახე. ერთი ხშირია და მეორე ნაკლებად ხშირი. გამოკვლევა არ არის დამთავრებული არცერთზე ჯერ. მარა, ერთში თითქმის ნათელია დიაგნოზი. მე არ ვიტყვი ლაბორატორიებს. თქვენ მკითხეთ რისი გაკეთება გინდათ და იმის მიხედვით მოგაწოდებთ ინფორმაციას.
1) 22 წლის გოგო მოდის კანზე გამონაყარის ჩივილებით. 2 დღის წინ დაეწყო რაღაც ქავილივით და რომ დააკვირდა სისხლჩაქცევა ნახა. მერე დაახლოებით კიდევ 3 ადგილას გაუჩნდა იგივე.
სხვანაირად ჯანმრთელია. 4 წლის წინ გადიატანა მონონუკლეოზი და იმის მერე ქრონიკული დაღლილობა აქვს.
წამლებიდან იღებს მარტო BCP (birth control pills), მენორაგიების გამო.
გამოკითხვით კიდევ დგინდება, რომ ბოლო ერთი წელი შემაჩნია ცხვირიდან გახანგრძლივებული სიხსლდენა. (შენიშვნა: აქ ძაან ცივი და მშრალი ამინდებია და ძალიან ხშირია ამის გამო ცხვირიდან სისხლდენები, თუმცა ამ გოგოს ზაფხულშიც ქონდა პრობლემები).
მუქ განავალს ან აშკარა სისხლდენას უარყოფს. ასევე უარყოფს ჰემატურიას.
ეს გოგო ნაშვილებია და გენეტიკური დედ-მამის და ნათესავების ისტორია არ იცის.
ბოლო რამოდენიმე წელი არც კბილის ამოღება გაუკეთდა და არც რაიმე ქირურგიული ჩარევა. ასევე უარყოფს რაიმე ტრამვას, რომელსაც შეიძლება გამოეწვია სისხლჩაქცევები. ასპირინს და არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებს არ იღებს.
გამოკვლევით: წნევა, ტემპერატურა, პულსი და სუნთქვის სიხშირე ნორმაშია. ნევროლოგიური გამოკვლევა ნორმაშია. ყური, თვალები (სკლერა, კონიუნქტივა), პირის ლორწოვანი და ცხვირის ლორწოვანი ნორმაშია. კანზე რაიმე გამონაყარი არ აქვს გარდა სისხლჩაქცევებისა მარჯვენა და მარცხენა ბარძაყზე. სისხლჩაქცევები დაახლოებით 10-15 სმ-ია დიამეტრში. პეტექიები და ჰემართროზები არ აღენიშნება.
დანარჩენი თქვენზეა. რამოდენიმე ლაბორატორია შევუკვეთე და პასუხი ზოგზე მოვიდა. ზოგი არ არის ჯერ მოსული. რა იდეები გაქვთ და როგორ გამოიკვლევთ საერთოდ ამ ავადმყოფს?
მე-2 ქიეისში სასწავლებელი ის არის, რომ კლინიკურ სურათზე დაყრდნობა მარტო არ შეიძლება (მიუხედავად იმისა, რომ კლინიკური სურათი მკვეთრად მიუთითებს რომელიღაც პათოლოგიაზე და სხვა პათოლოგიაზე ნაკლება).
2) 80 წლის ქალი მოდის მუცლის ტკივილით. ტკივილი დაეწყო წუხელ. ტკივილი ეპიგასტრიუმის არეშია. ტკივილი თანდათან გაძლიერდა. ბოლოს ძალიან რომ გაძლიერდა გადაწყვიტა კლინიკაში მოსვლა. ტკივილი გადაეცემა ზურგისკენ და რეტროსტერნალურად. 2-ჯერ აღებინა. ნაღებში სისხლი არ იყო. ნორმალური ნაწლავების მოქმედება ქონდა ამ დილით.
აქვს არტერიული ჰიპერტენზია და ჰიპოთირეოზი.
იღებს ნიფედპინს და სინთროიდს (ლევოთიროქსინია).
სხვა სისტემების მიმოხილვა ნორმალურია, გარდა მცირედი ზოგადი სისუსტისა.
მოკლედ, გამოკვლევის დროს პულსი იყო 80, წნევა 120/80, ტემპარატურა 37,2.
მუცელი რბილი აქვს. ნაწლავების ხმები ნორმალურია, ოღონდ ეპიგასტრიუმის არეში აქვს მტკივნეულობა პალპაციით. პალპაციის დროს ცდილობს რომ დაიცვას მუცელი (ხელები ჩემს ხელებთან აქვს ახლო და თუ ცოტა ღრმად ვაკეთებ პალაპციას, ხელებში მწვდება

). მარჯვენა ზედა კვადრატის პალპაცია (ღრმაც და ზედაპირულიც) არ იწვევს მტკივნეულობას. მარცხენა ზედ კვადრატის დაბლა აქვს კიდევ მცირედი ტკივილები პალპაციისას.
სხვანაირად ყველაფერი ნორმაშია, გარდა სიფერმკრთალისა.
ლაბორატორიაში: ლეიკოციტები აქვს 12 900 და მნიშვნელოვანი მარცხნივ გადახრით (band-ს არის 35 პროცენტი).
დანარჩენი ლაბორატორიები მოთხოვნისამებრ