უცებ ქეისი. მე უფრო პრაქტიკულ ქეისებს ვდებ და არ გამლახოთ.
78 წლის ქალი მოვიდა კლინიკაში. უჩივის თავბრუსხვევას და მარცხენა მხრის ტკივილს. რამოდენიმე დღის წინ დაეცა და humeral head-ის (მხრის ძვლის თავი ქვია ხო?) მოტხდა. დიდ ქალაქში ER-ში იყო ერთ-ერთ სავადმყოფოში და sling ჩამოაცვეს (მოკლედ ასე მკურნალობენ თავიდან ამ მოტეხილობას-მხრის ძვალი სიმძიმის ძალით ეშვება და შეხორცებაც ხდება და ტკივილებსაც აქვეითებს). იქ დაუნიშნეს ჰიდროკოდონი სამკურნალოდ (ნარკოტიკული ანალგეტიკია). მერე მოვიდა ჩვენთან სოფელში

ზემოაღნიშნული ჩივილებით.
მოკლედ ღებინებაც აქვს. წნევა დაქვეითებულია 84/45. სიცხე არ აქვს და ლაბორატორიები სერიოზულ მიზეზს არ მიუთითებენ. მივიღე საავადმყოფოში და გადავუსხი ფიზიოლოგიური ხსნარის ბოლუსი (1 ლიტრი 2 საათის განმავლობაში) და მერე maintenance ხსნარები მივეცი. მოკლედ გადასხმას უპასუხა და წნევა დარეგულირდა. ავადმყოფი მოკვიტინდა. მაგრამ განაგრძობს მხრის ტკივილს. ჰიდროკოდონი არ არის საკმარისი. 3 დღის წინ დავუმატე fentanil patch (ფენტანილის მისაკრავი ფორმაა). ტკივილები გაუმჯობესდა. მერე სახლში უნდა გავწერო და ჯერ არ უნდა წასვლა. იტოგში დავტოვეთ საავადმყოფოში.
დღეს დილით ექთანი მეუბნება, წუხელ ძაან mean იყო და სულ გვიხურებდა და გაწერეო (არადა არ არის მასეთი ქალი).
ამ საღამოს დაეწყო ღებინებები. წნევა დაუვარდა ისევ 74/54 და მირეკავს ეთქდანი. ახლა თქვენ ხართ სოფლის საავადმყოფოში (კაი სოფლის ოღონდ

) და რას გააკეთებთ?