#42686894 · 29 Oct 2014, 02:34 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE | შინდის მურაბის წვენს დააყარე ოდნავ სოდა |
კარგა ხანია, მესმის ეს და ვერ ჩავწვდი ამ ჯადორეცეპტის საიდუმლოს.
ნახარში შინდის მურაბის წვენში რაღა უნდა იყოს დარჩენილი. ან სოდამ როგორ უნდა ამოახველებინოს...მე მითი მგონია.
არსებობს მცენარეული ამოსახველებელი საშუალებები-მუკალთინი მცენარის დაწნეხილი ფესვებია, მაგრამ მთავარი მაინც ისაა, რომ "ამოხველება" შეიძლება სულაც არ იყოს კარგი-ანუ, სპაზმურმა ხველამ უარესად გაართულოს მდგომარეობა. ისიც არ დაგავიწყდეთ, რომ ლორწოს გამოყოფა არის ორგანიზმის რეაქცია გამღიზიანებლისაგან დასაცავად და ხველამ შეიძლება უფრო შეუწყოს ხელი ახალი ლორწოს წარმოქმნას...
რა ვიცი, დღეს მაინც იმდენი ამოსახვეელბელი და მუკოლიზური წამალია, გინდა დასალევი, გინდა-ჩასასუნთქი, რაღაც ბალახბულახის ნარევებს (თან საეჭვოს) რატომ უნდა მიმართოს ადამიანმა? თავის დროზე დამრჩა მე გრიპის შემდეგ ხველა და არანაირმა შინაურმა საშუალებამ არ მიშველა. სპაზმისაგან ხანდახან ღებინებაც კი მქონდა და ამის გამო საჭმელსაც ვეღარ ვჭამდი. ისევ წამლების დალევამ და ინჰალაციებმა გამომაკეთა.
--------------------
საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე აქტიურად მომუშავე ჰიდროაგრეგატი არის მტრის წისქვილი. © სლავა მესხი
"ქალი-დიდი ძალაა"- გვეუბნება პარტია (© კ/ფ "შეხვედრა წარსულთან")
Vita nostra brevis est, brevi finietur, venit mors velociter, rapit nos atrociter, nemini parcetur!
|