ოი ერთხელ მომიწია მისვლა, ბავშვს ფილტვების ანთება ქონდა..
ჯერ მომიწია რომ დედამთილისთვის შემეტოვებინა ბავშვი ხელში, იმიტომ რომ დაუგლიჯეს ვენები სანამ სისხლი აუღეს, ბავშვი გასკდა ტირილით

მერე რენტგენზე ავედით და მანდ ძაან პრიკოლი იყო, გადაუღეს და დაახლოებით 10 წუთი ექიმი უყურებს სურათს და არაფერს არ გვეუბნება, მერე ძაან ეჭვიანი თვალებით ამოგვხედა და გარეთ დამელოდეთო გვითხრა, დაახლოებით 15-20 წუთი სხვადასხვა ექიმების ჯგუფები შედიოდნენ და გამოდიოდნენ მისი კაბინეტიდან...
მეთქი, ვსიო, ცუდადაა საქმე, საცაა მოსაბრუნებელი ვხდები..
გამოდის მერე ეს ექიმი და მთხოვა რომ ბავშვისთვის გამეხადა..
გავხადე კურტკა, კიდეო, გავხადე ჯემპრი, და მიყვირა ბოლოს გახადე სულ რას მიყურებო...
გავხადე სულ და თურმე წიკიან ბებიას გულთან ჩაუდია ქრისტეს საფლავზე მოტარებული დაკეცილი ცხვირსახოცი...
კაცი პირჯვარს იწერდა, მსგავსი ჩრდილები ცხოვრებაში არ მინახავსო, რაღაც ამოუცნობ დაავადებას ეძებდნენ...
მოკლედ... საერთო ჯამში კლინიკაზე დადებითი წარმოდგენის ვარ.
ფასებიც ნორმალური, მომსახურებაც ნორმალური.