მოკლედ რაც შეიძლება აქ, ფორუმზე გაიგო მაქსიმალურად ვეცადე ჩამომეყალიბებინა
- თუ ქალს ამ ორსულობამდე ჰქონდა წინა ორსულობა, რომელიც მიმდინარეობდა რთულად ან ჰქონდა წოლითი რეჟიმი - არ შეიძლება, ყოველშემთხვევაში გინეკოლოგთან კონსულტაციის გარეშე
- თუ ქალს მანამდე ჰქონდა ნაყოფის მოშლის შემთხვევა - არ შეიძლება
- თუ აქვს მომატებული ტონუსი - არაა სასურველი და ქალსაც სექსის დროს დისკომფორტი ექმნება
- თუ არის წინამდებარე პლაცენტა - არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება!!!
თუ ყველაფერი ისე მიმდინარეობს, როგორც წესი და რიგია და არავითარი გართულებები არ არსებობს, მაშინ შეიძლება
ოღონდ აქაც არის რაღაც ფაქტორები:
- პოზა ისე უნდა იქნეს შერჩეული, რომ ქალი თვითონ აკონტროლებდეს ასოს შესვლის სიღრმეს (სასურველია)
- "კედლებზე გასვლა" არ არის სასურველი.

ორალური სექსი (ამ შემთხვევაში კუნილინგუსი) ორსულობის დროს რეკომენდირებული არ არის. და ზოგიერთი ექიმი კრძალავს კიდევაც ხანდახან, რადგან შესაძლებელია მოხდეს ჰაერის ჩაბერვა/შეღწევა საშოში, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს ჰაეროვანი ემბოლიის განვითარება, რომელიც შეიძლება ძალიან ცუდად დამთავრდეს ბავშვისთვისაც და დედისთვისაც.
მაგრამ ისევ და ისევ, დაეკითხეთ თქვენს ექიმს
This post has been edited by the_lizard_king on 4 Mar 2009, 16:30