შორენა გოგოჭურთან დავდივარ მე
მანამდე უამრავი "კარგი ექიმი" მოვიარე. ზოგადად პრეტენზიული არ ვარ მაგრამ ექიმს რომ ვხედავ ვკიდივარ და მარტო ფული აინტერესებს მეც მკიდია მერე.
ერთი კარგი ექიმი, ნუ პროფესიონალიზმს არ უჩიოდა იმიტომ დავიკიდე რომ პარასკევს დავურეკე 12-13 კვირის ვიყავი და საშინლად მტკიოდა მუცელი. ვერ ვიშლებოდი ისე. ფეხები გამიცივდა ზამთარში. ვტიროდი ისე მტკიოდა და მითხრა დღეს არ მცალია ვქეიფობთ თანამშრომლები და ორშაბათს მოდიო.
ხოდა დავემშვიდობე მას მერე

დანარჩენებს იმიტომ ვემშვიდობებოდი რომ არ მიხსნიდნენ არ მელაპარაკებოდნენ, ეს რატომ უნდა გავიკეთო, ეს რა არის, რისთვისაა, რატომ უნდა გავიკეთო ეს ანალიზი და ასე შემდეგ.
განსაკუთრებით ჩაჩავაში იგრძნობა რომ ორსული კი არა მოსაწველი მასალა ხარ და ყველა ცდილობს კარგად მოგწველოს
რაც შორენასთან დავდივარ დავისვენე.
მედეაში სიტუაციაც მომწონს, ექიმებიც და დამოკიდებულებაც.
შორენა მიხსნის ყველაფერს რას და რისთვის ვიკეთებ. ნაწილს მე ვკითხულობ, მერე წამლის ინსტრუქციასაც ვკითხულობ
შედეგად
აღარ მჭირს შიშები და ისტერიკა ყველა წვრილმანზე
და აუცილებლად ვურეკავ ექიმს როცა რამეში ეჭვი მეპარება.
და არასოდეს მეუბნება ახლა შენთვის არ მცალიაო.