გაგიმარჯოთ ხალხნო.
მოკლედ, ოთხშაბათს დილით ოდნავ მტკიოდა ყელი. ისე, რომ ყურადღებაც არ მივაქციე. შუადღისას რაღაც სასწაულმა კანკალმა ამიტანა და 39 მომცა სიცხე, ასევე გულისრევის შეგრძნებაც მქონდა თითქმის მთელი დღე და ძვლებში მამტვრევდა.

ჰო, თან დილით მადა მქონდა დაკარგული, მარა საღამოსკენ, როცა დამიწია სიცხემ დამიბრუნდა ჭამის სურვილი.
ხუთშაბათს გამოვკეთდი, არც სიცხე, არც არაფერი, მხოლოდ ყელის ტკივილი.
პარასკევს ყელის ტკივილი ისე გამიმწვავდა, საჭმელსაც ვეღარ ვჭამდი (ასე არ ვყოფილვარ არასდროს

) სიცხე არ გამიზომია, მარა შეიძლებოდა მქონოდა, მაქსიმუმ 38.
დღეს ყელი მტკივა და ცოტა თავიც. (ყურიც ამტკივდა, მარა ეგ ვერ მივხვდი რაღა შუაში იყო

) და კიდევ, გულისრევის შეგრძნება გუშინაც მქონდა და დღესაც. :შ
და ხანდახან მახველებს.
ჰო, ისე, არ ვიცი, რამდენად მხედველობაშია მისაღები, მარა ოთხშაბათს დილით რომ დავიბანე სველი თავით გავემართე სამსახურში ქუდის გარეშე (ვერ მოვასწარი თმების გამშრალება, მარა ასე ხშირად ვარ ხოლმე). და კიდევ, ოთხშაბათიდან მოყოლებული, ყელის კუნთები მაქვს დაჭიმული (არამგონია ვარჯიშის ბრალი იყოს, ყელის კუნთები არ გამივარჯიშებია, თან სხვა კუნთებზე, რომელიც მტკიოდა, გამიარა უკვე)
დღეს ჩემს ძმაკაცს ველაპარაკე და "ღორის გრიპი არ გქონდეს გაიარე კონსულტაცია ვინმესთანო, თუ არადა თუ მოკვდი მე გაგაფრთხილეო"

სიტყვა-სიტყვით გავუკეთე ციტირება

ჰოდა, რა დიაგნოზს დამისვამთ? ვარ პოტენციურად ღორის გრიპის მატარებელი?
* * *
კიდევ, მწოლიარე ვერ ვამჩნევდი, მარა ეხლა დავამუღამე კიბეებზე არბენა-ჩარბენისას - თავის ტკივილი მაქვს, თან რაღაც უცნაური, როცა ვმოძრაობ მაშინ, ელვასავით გამივლის ხოლმე, აი, თითქოს რაღაც ტვინს დააწვეს ხოლმე წნევა მომენტებში, მასეთი შეგრძნება მაქვს.
და თუ არ ვპოვე გამოხმაურება ერთ-ორ საათში, კომპეტენტური პირისგან, გავხსნი ცალკე თემას, თორე დავინტრიგდი ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობით :შ