#13773361 · 9 May 2009, 15:37 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ეხლა მოიცათ!
ყურსასმენები ხელს უშლიან გულის მუშაობას!!!!
ყურსასმენები, რომლებიც ახლოს დევს ადამიანთან, ხელს უშლიან კარდიოსტიმულატორებსა და სხვა ელექტრონულ აპარატებს, რომლებიც გულის მუშაობას არეგულირებენ. ასეთ დასკვნამდე მივიდნენ ამერიკელი კარდიოლოგები ბოსტონის სამედიცინო ცენტრიდან.
ექიმები იძლევიან გაფრთხილებას, რომ ადამიანებმა გარე და ჩადგმული მოწყობილობებით არ ატარონ ყურსასმენები გულის ჯიბით, ასევე, არ ჩამოიკიდონ კისერზე. აღსანიშნავია, რომ მსოფლიოში არსებობს 2 მილიონი ასეთი მოწყობილობის მატარებელი ადამიანი.
მედიკოსების თქმით, ყურსასმენებში არის ძლიერი მაგნიტები, რომლებიც მოქმედებაში შედის სხვა მოწყობილობებთან.
ექსპერიმენტის დროს გამოუკვლეულ იქნა 60 ათასზე მეტი ადამიანი, რომელთაც სხვადასხვა კარდიომოწყობილობები ქონდათ ჩდგმული. აღმოჩნდა, რომ 8 სხვადასხვა მოდელის ყურსასმენი 2,5 სმ–ს სიშორეზე იწვევს შეფერხებებს 27–დან 4 კარდიოსტიმულატორში და 33–დან 10 დეფიბლირატორში. ამასთან, პაციენტი ვერაფერს გრძნობს გულის ცემის გახშირების გარდა. თუმცაღა, ახლო მანძილიდან ყურსასმენს შეუძლია მწყობრიდან დროებით გამოიყვანოს დეფიბრილატორი.
This post has been edited by radiohead_lover on 9 May 2009, 15:38
--------------------
http://www.last.fm/user/restless4
|