ჰომეოპათია...ალტერნატიული მედიცინა.სტატიები აქედან
--------------------------------------------
Badagon
გთხოვთ, არ დაგეზაროთ და ბოლომდე წაიკითხეთ.
მე კონკრეტულ ადამიანს მომირჩინა კონკრეტული დაავადება - I ხარისხის ადენომიოზი და ორი ვეებერთელა კისტა მარჯვენა საკვერცხეზე.
კონკრეტულად მაგის პასუხად გეტყვი, რომ თბილისში მე ვიცი ექიმები, რომლებიც ჰომეოპათებად ან ფიტოთერაპევტებად ასაღებენ თავს და პაციენტს სინამდვილეში ჰორმონებით ჭყიპავენ. სამწუხაროდ, კონკრეტულ გვარებს აქ ვერ დავასახელებ. მათ რა თქმა უნდა, მადლიერი პაციენტებიც ყავთ, მაგრამ ასევე ვიცი მათივე პაციენტები, რომელთაც ან უკიდურესად უარყოფითი (ძაააალიან ცუდი) შედეგი ქონდათ, ან მთელი მათი შემდგომი ცხოვრება ჰორმონდამოკიდებული გახდა.
ამას დაუმატეთ ის, რომ საქართველოში ალტერნატიული სამედიცინო დარგები არანაირი კანონით არ კონტროლდება ამ ეტაპზე, არ არსებობს მათი მუშაობის ხარისხის კონტროლი. კლინიკაში კი ძალიან ბევრ პაციენტს შევხვედრივარ, ვინც ექიმბაშებთან მკურნალობდა და არათუ დაავადება მოურჩა, არამედ უამრავი ჯურის გართულებები დაემატა. ფაქტების უსასრულო სიის მოყვანა შემიძლია.
კონკრეტულად, ჰომეოპათიას ჯვარი 90-იანების შუიდან დაესვა, მას მერე, რაც კანადელმა მეცნიერებმა ჩამოაყალიბეს კვლევის ობიექტური მეთოდების პრინციპები (ეგრეთწოდებული "ბრმა" კვლევის მეთოდები). შედეგად გაჩნდა ფაქტებზე დამყარებული მედიცინა (Evidence-based Medicine), რომელიც საშუალებას იძლევა, კვლევებში გამოირიცხოს აბსოლუტური სუბიექტივიზმი, როგორც პაციენტისაგან, ასევე თვით მკურნალი ექიმისაგან. ამის შემდეგ ძალიან ბევრ სამედიცინო მოსაზრებას გადაესვა ხაზი, რაოდენ პარადოქსულიც უნდა იყოს. მოკლედ რომ აგიხსნათ, კვლევები პარალელურად ტარდება 2 ფოკუს ჯგუფზე ერთნაირი დაავადებით. ერთ მათგანს ეძლევა პლაცებო, ანუ ინტაქტური ნივთიერება (მაგ. შაქრის ნატეხი, ოღონდ წამალივით დაფასოებული) ხოლო მეორე ჯგუფს კი საკვლევი პრეპარატი. ბრმა კვლევის მეთოდებში არა მარტო პაციენტმა, არამედ თვით მკურნალმა ექიმმაც არ იცის, რომელ პაციენტს რას აძლევს. პრეპარატები წინასწარაა კოდირებული მაკონტროლებელი ჯგუფის მიერ და ეს კოდირება იხსნება მას შემდეგ, რაც მოხდება მკურნალობის შედეგად მიღებული ანალიზის პასუხების შეჯერება. ანუ მთელი პროცესის ბოლოს იგებენ, თუ რომელ სემთხვევაში მიექოდებოდა პაციენტს პლაცებო და რომელ შემთხვევაში წამალი.
ხოდა მინდა გითხრათ, რომ ამგვარი კვლევებით ჰომეოპათიამ და პლაცებომ ერთნაირი შედეგი აჩვენა (ერთერთი ყველაზე მოცულობითი კვლევა BBC-ს დაკვეთით ჩატaრდა). თუ არ გჯერათ, გადახედეთ ლანცეტის
http://www.thelancet.com ბიბისის
http://www.bbc.co.uk/science/horizon/2002/...athyrandi.shtmlhttp://www.bbc.co.uk/science/horizon/2002/...athyrandi.shtmlhttp://www.bbc.co.uk/science/horizon/2002/homeopathy.shtmlდა სხვათა მონაცემებს. დასავლეთში უკვე სამედიცინო საქმიანობად არ განიხილავენ ჰომეოპათიას, კი ბატონო, სვი რამდენიც გინდა! ჩვენთან კი არავინაა დაზღვეული, რომ ჰორმონს არ რამე ჯანდაბას არ გასმევენ.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ალტერნატიული მედიცინიდან ოფიციალურად აღიარებს მხოლოდ აკუპუნქტურას (მკურნალობის ჩინური მეთოდი ნემსებით, იგივე რეფლექსოთერაპია, სადაც რეალურად გაუმჯობესება მიიღება რეფლექსების დათრგუნვით ან ახალი რეფლექსების ჩამოყალიბებით, ეს სულაც არ კურნავს ჩირითად სომატურ დაავადებას, მით უმეტეს, არანაირად შეხება არ აქვს ინფექციურ დაავადებებთან მაგალითად), მანუალური თერაპიის რამიდენიმე სახეს (მასაჟის ვარიანტებია) და ფიტოთერაპიას ( ნუ ფაქტია, რომ წამალთა უდიდესი ნაწილი მცენარეული წარმოშობისაა, მაგალითად საგულე გლიკოზიდები, ოპიატები , ანტიბიოტიკები-სოკოვანი წარმოშობისაა და კიდევ რამდენი ჩამოვთვალო). ჰომეოპათიას არ აღიარებენ ოფიციალურად, თუმცა როგორც დიდ საერთაშორისო ორგანიზაციებს ჩვევიათ, არც კრძალავენ.
(ისე, ეს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აფრიკაში შიდსს შამანების მეშვეობით ებრძვის. სასაცილოა, არა? რა თქმა უნდა ამ მეთოდს არანაირი სარგებლობა არ მოაქვს, მაგრამ მათ დოკუმენტებში ჩემი თვალით მაქვს წაითხული, რომ წერია: "...აღნიშნული მეთოდები ხალხს აძლევს იმედსა და რწმენასო"! ხო მოგწონთ? ეგეც თქვენი ჯანმო!)
თუ არ დაგეზარებათ, ამ სტატიებს გადახედეთ. ეს ძაააააალიან მოკლე და ლოიალური მიმოხილვაა ჰომეოპათიაზე. საჭიროების შემთხვევაში მრავალმეგაბაიტიან ინფორმაციას მოგაწვდით.
Гомеопатия — это не вопрос. Это проблема
.....Еще одним методом лечения, эффективность которого не доказана, является гомеопатический. Правда, гомеопаты утверждают, что исследования, подтверждающие эффективность гомеопатии, проводились, но никто из них не указывает, в каком году это происходило, в каком конкретно научном институте, в каком научном журнале опубликованы результаты данных работ. Если же такие исследования все–таки проводились, то вряд ли они полностью отвечали требованиям доказательной медицины, а значит и результаты их сомнительны.Зато в рамках этой самой доказательной медицины в 1997 году в уважаемом научном журнале «Ланцет» были подведены итоги 187 исследований эффективности гомеопатических средств при заболеваниях астмой, инфарктом, различными аллергиями и еще десятком недугов. Ученые пришли к выводу, что ни одно из этих исследований не подтвердило клинической эффективности гомеопатического лечения. Это мнение официальной науки.«Что касается научных аспектов гомеопатии, то их нельзя даже поставить под вопрос, так как их просто нет, — сказал в интервью столичному корреспонденту известный московский врач–невролог, доктор медицинский наук Анатолий Берестов. — Но и в медицинском аспекте я не знаю ни одного органического заболевания, которое бы вылечили гомеопаты. Те положительные результаты от лечения гомеопатией, которые я видел, касались всегда ТОЛЬКО функциональных заболеваний или психосоматических и были связаны с внушением и самовнушением (эффект плацебо). Так что признавать за гомеопатией какие–то особые воздействия неправомерно — это эффект в первую очередь и главным образом психотерапевтический».Кстати, в Соединенных Штатах, на которые мы любим все время оглядываться, гомеопатия относится к так называемой альтернативной медицине.«Альтернативная медицина — это большая группа диагностических и терапевтических вмешательств, которые в США считаются культовыми, — объяснил руководитель лаборатории клинической иммунофармакологии НИИ клинической иммунологии СО РАМН, доктор медицинских наук профессор Валерий Ширинский. — По определению Американской медицинской ассоциации, вынесенному в 80–х годах, культом в медицине называется медицинская практика, следующая принципам, основанным на теориях или верованиях, не подтвержденных данными научных экспериментов».К известным медицинским культам сегодня относятся также антропософическая медицина, рефлексология, хиропрактика, прикладная кинезология. Они не запрещены в США, однако никто не будет нести ответственности за возможные осложнения у больных, вызванные применением данных методов лечения. Они сами того хотели.
Дмитрий КОКОУЛИН
და კიდევა აი ეს, ზემოხსენებული ლანცეტიდან (მე მაგრა დამევასა პირველივე წინადადება: "ჩვენ გვწამს ღმერთის, ყველა დანარჩენმა წარმოადგინოს ფაქტები" )
The Lancet 2001; 357:242
DOI:10.1016/S0140-6736(05)71350-7
Sourdough, homoeopathy, and evidence-based medicine
Stuart Keith Sutton
In God we trust; all others must show data” reads the rubber stamp in my desk drawer. As an internist who ascribes to evidence-based thinking in the practice of medicine, I often lapse into a medical student lecture when trying to answer a seemingly simple question posed by a patient. While such a reliance on proven facts does serve as a guide post for one's day-to-day practice, this comes at the cost of such thinking intruding on one's nonmedical life. Certainly, evidence-based medicine has influenced my thoughts regarding homoeopathy.
Based on the principle of “similars” (choice of a substance which has been noted to produce symptoms similar to those of the patient), homoeopathy uses extremely dilute solutions of substances to treat various conditions. Despite studies suggesting that homeopathy works, I remain skeptical. The idea that a substance can still have effects when it has been so diluted that nothing or nearly nothing remains of the original is implausible. Although there are theories that the solvent has memory, such an imprecise notion serves only to further undermine the proponents of homoeopathy. Having taken this stance, it is necessary for me to acknowledge that such an attitude has implications for my baking hobby.
I bake sourdough breads with a culture I've maintained for several years. Sourdough starters are cultures of (predominantly) wild yeast and lactobacillus, which are used for leavening and produce a unique texture and flavour in the resulting bread. When I began this particular sourdough starter, I did so by purchasing a sample of a prized, old culture that dated back to the California gold rush era.
However, with every use, the sample must be fed, which involves diluting this original substance with water and flour. Although, as with a homoeopathic preparation, Avogadro's number has to be considered, this sourdough problem warrants even more skepticism. While homoeopathic agents are prepared with a sterile solvent in a controlled environment, feeding a sourdough culture uses raw flour and tap water in the open air of a kitchen. This step necessarily introduces new strains of yeast and lactobacillus (found normally on any flour) to the culture. Rather soon, any residue of that original, historic sourdough culture, is no longer contributing to the final result.
Memory of the original substance could be retained in the bread dough and produce a subtle difference as a result of the historic culture that I used. Alas, scientific thinking reduces such considerations to fantasy. I must acknowledge that my sourdough culture is the product of a flour from Vermont and water from Virginia. A baking instructor from a prominent flour company (that sells the historic sourdough culture) has confirmed that this process occurs: any sourdough culture eventually takes on characteristics that are dictated by the local environment and the subsequent flour and water additions. Indeed, he has done (albeit, unblinded, non-randomised) test baking that supports this information.
Although evidence-based thinking has taken away some of the charm of sourdough baking, this process has also raised new questions for me about homoeopathy theories. Surely, any solvent has, over the millennia, been in contact with many substances. Why wouldn't such a solvent, used in the dilution, bring its own memories with it when added to homoeopathic preparation? How could one confidently cause a solvent to develop amnesia so it could be used in homoeopathic solutions? When we drink water, what memories are we consuming and what is their effect on us?
-----------------
Guardian
პაციენტთან საუბარი მეცნიერებაა, რომელსაც ისევე სჭირდება შესწავლა, როგორც ნებისმიერ სხვა მეცნიერებას.
როდესაც ადამიანს სამედიცინო განათლება არა აქვს, მას სამედიცინო ტერმინებით არ უნდა ელაპარაკო და ამ ტერმინებით დატვირთული სამეცნიერო ნარკვევები არ უნდა წააკითხო - ის უბრალოდ ვერ გაიგებს, ჩათვლის, რომ შენი ცოდნის დემონსტრირებას მისი დამცირების გზით ახდენ და ამის გამო, შეიძლება შეურაცხყოფილიც კი დარჩეს, ეს კი, შენ რაც გინდა ზუსტად იმის საწინააღმდეგო შედეგს გამოიღებს. მით უმეტეს, არაფერს ვამბობ ლანცეტის სამედიცინო ინგლისურით დაწერილ სამეცნიერო სტატიაზე - შემიძლია დაგარწმუნო, რომ მაგას ქართველი ექიმების 5%-ც კი ვერ წაიკითხავს, არათუ layman-ი.
შედეგი სახეზეა - მათი ნიჰილიზმი და შენი ფრუსტრაცია.
მე შევეცდები უფრო გასაგები ენით ავხსნა ის, რის თქმასაც Badagon-ი ცდილობდა:
თუკი ადამიანს სჯერა, რომ მოცემული საშუალება მის დაავადებაზე დადებით ზეგავლენას მოახდენს, მაშინ ამ საშუალების მიღება გამოიწვევს თავის ტვინში ისეთი ნივთიერებების გამოყოფას, რომლებიც ადამიანს უმსუბუქებენ ტკივილს და უუმჯობესებენ გუნება-განწყობილებას. ეს იმით აიხსნება, რომ ამ ნივთიერებებს ნარკოტიკების მაგვარი ზემოქმდების უნარი გააჩნია - ისინი თრგუნავენ ტკივილის შეგრძნებას და ადამიანს კარგ ხასიათზე აყენებენ - ამას პლაცებოს ეფექტი ეწოდება.
ზუსტად არის დადგენილი, რომ ეს მოვლენა აღინიშნება ძალიან ხშირად და ამასთან, იმ შემთხვევაშიც, როცა მოცემული საშუალება დადებით ზეგავლენას ახდენს მოცემულ დაავადებაზე და იმ შემთხვევაშიც, როცა სინამდვილეში ეს საშუალება არანაირ ზეგავლენას არ ახდენს მოცემულ დაავადებაზე - ასეა მოწყობილი ჩვენი ტვინი.
მიუხედავად ამისა, პაციენტი, რომელმაც ადამიანის ტვინის ამ თვისების შესახებ არაფერი იცის, ამ მოვლენას ყოველთვის მოცემული საშუალების მოცემულ დაავადებაზე დადებით ზეგავლენას მიაწერს. ამავე დროს, პაციენტი ტკივილის შემსუბუქებას ან გაქრობას თითქმის ყოველთვის აღიქვამს, როგორც დაავადების შემსუბუქებას, თუმცა ეს ორი მოვლენა შეიძლება ერთმანეთთან კავშირში სულაც არ იყოს - ადამიანი შეიძლება ტკივილს ვეღარ გრძნობდეს, მაგრამ დაავადება ვითარდებოდეს.
ამასთან, უამრავ დაავადებას ახასიათებს გამწვავების და შემსუბუქების თავისთავად მიმდინარე თანმიმდევრობითი ფაზები, საკმაოდ ბევრ დაავადებას - თვითგანკურნებაც კი, ყოველგვარი სამედიცინო ან არასამედიცინო ჩარევის გარეშე. პაციენტი, რომელიც არც ამ მოვლენების შესახებ არის ინფორმირებული, დაავადების ნებისმიერ შემსუბუქებას ან განკურნებას მის მიერ მიღებულ საშუალებას მიაწერს - ამის შემდეგ მას მტკიცედ სჯერა მოცემული საშუალების ეფექტურობისა და ცდილობს სხვებიც დაარწმუნოს ამაში.
ყველაფერ ამით სარფიანად სარგებლობენ ადამიანები, რომლებიც მოსახლეობას არწმუნებენ, რომ ესა თუ ის მათ მიერ გამოგონილი საშუალება დადებით ზეგავლენას ახდენს ამა თუ იმ დაავადებაზე. როგორც კი მოხდება ნებისმიერი გზით ავადმყოფის დარწმუნება მოცემული საშუალების ეფექტურობაში, მაშინვე ამუშავდება ზემოაღნიშული პლაცებოს ეფექტი.
როგორც უკვე ვთქვი, პლაცებოს ეფექტი ნებისმიერ საშუალებას შეიძლება ახასიათებდეს - ე.წ. ტრადიციულ მედიკამენტებსაც და ალტერნატიული მედიცინის, მაგ. ფიტო- და ჰომეო-თერაპიის საშუალებებსაც. მთავარი განსხვავება იმაშია, თუ რას იღებთ თქვენი გადახდილი ფულის სანაცვლოდ, ანუ იმაში, რასაც პლაცებოს ეფექტის გარდა იღებთ მედიკამენტისაგან.
წარმოიდგინეთ, რომ არის 2 საშუალება - ერთი, რომელიც მართლაც ამსუბუქებს ან კურნავს რაღაც დაავადებას და მეორე - რომელიც იმავე დაავადებაზე არანაირ დადებით ზეგავლენას არ ახდენს, მაგალითად, ამპულებში ჩასხმული ჩვეულებრივი ონკანის წყალი. თუკი პაციენტებს თანაბრად დავარწმუნებთ ამ ორი საშუალების ეფექტურობაში, მაშინ პლაცებოს ეფექტი ორივეს თანაბარი ექნება - განსხვავება მხოლოდ ის იქნება, რომ ამ ეფექტს პირველი პრეპარატის შემთხვევაში ზედ დაედება სპეციფიური დადებითი მოქმედება, მეორე შემთხვევაში კი თქვენ ონკანის წყალს დალევთ, ოღონდ მანამდე დაგარწმუნებენ, რომ ძალიან ეფექტურ საშუალებას ღებულობთ და ონკანის წყალში ფულს გადაგახდევინებინებენ. ეს უკეთეს შემთხვევაში. უარეს შემთხვევაში, ონკანის წყალში შეიძლება ნებისმიერი ხელთ მოხვედრილი საშუალება, მაგ. რაიმე წამალი ან ცოტაოდენი საწამლავი გაურიონ - ეს შეიძლება წინასწარგანზრახვით არც ხდებოდეს, მაგ. პრეპარატის დამამზადებელმა არ იცოდეს, რომ ესა თუ ის ნივთიერება ამა თუ იმ ტოქსინს შეიცავს.
აქ მთავარი პრობლემა ის არის, რომ ზუსტად იმის განსაზღვრა, ნამდვილად ეფექტურია თუ არა რაიმე საშუალება, ძალიან ძნელია. ასეთი კვლევის ჩატარებას, იმისათვის, რომ იგი სარწმუნო იყოს, დიდი რაოდენობით თანხები და დრო სჭირდება, რადგან იგი მკაცრად განსაზღვრულ პირობებში, ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, უამრავ პაციენტზე ტარდება - რაც მეტია პაციენტი, სტატისტიკურად მით უფრო სარწმუნოა მიღებული შედეგი. ამასთან, წამალი ისეთ გვერდით ეფექტებს არ უნდა იწვევდეს, რომ მისმა გამოყენებამ, მისი ეფექტურობის შემთხვევაშიც კი, აზრი დაკარგოს.
ტრადიციული და ალტერნატიული მედიცინის საშუალებების ერთმანეთისაგან გამყოფი ზღვარი დღეს, სამწუხაროდ, არც ისე მკვეთრია, როგორც ეს ზოგიერთს ჰგონია. ზოგადად, როგორც კი სარწმუნოდ დამტკიცდება ალტერნატიული საშუალების ეფექტურობა, მას ავტომატურად ეხსნება 'ალტერნატიულის' სამარცხვინო იარლიყი და იგი ავტომატურად ხდება ტრადიციული მედიცინის იარაღი. ამავე დროს, ტრადიციული მედიცინის მრავალი, განსაკუთრებით, ახლად გამოგონილი პრეპარატი, რიგი მიზეზების გამო, ფაქტიურად, 'ალტერნატიული მედიკამენტის' სტატუსს ატარებს, ანუ მათი ეფექტურობა დამტკიცებული არ არის, თუმცა ტრადიციულ მედიცინაში მათ მაინც იყენებენ.
მაგალითად, ექიმები ათწლეულების მანძილზე გულის რითმის ერთ-ერთი ტიპის დარღვევას, რომელმაც იშვიათად შეიძლება გულის უეცარი გაჩერება და სიკვდილი გამოწვიოს, გარკვეული წამლით მკურნალობდნენ. ეს პრეპარატი გულის ნორმალური რითმის აღდგენას იწვევდა, თუმცა ხანდახან თვითონ ხდებოდა რითმის მძიმე დარღვევის გამომწვევი. როცა ზემოაღნიშნული ტიპის კვლევა ჩაატარეს, აღმოჩნდა, რომ პაციენტები, რომლებიც პრეპარატს იღებდნენ, უფრო ხშირად კვდებოდნენ, ვიდრე ისინი, ვინც პრეპარატს არ იღებდა. მას შემდეგ ამ დაავადების ასეთი ტიპის "მკურნალობას" აღარ ატარებენ.
რაც შეეხება ჰომეოპათიას - მას აქვს 2 თვისება: დადებითი და უარყოფითი.
დადებითი: ჰომეოპათიური პრეპარატები, ფაქტიურად, მართლაც ჩვეულებრივი ონკანის წყალია, უბრალოდ, შერეული აქვს უმცირესი რაოდენობით რაღაც ნივთიერებები, მაგრამ, საბედნიეროდ, იმდენად ცოტა, რომ შეუძლებელია ადამიანზე რაიმე მავნე ზეგავლენა მოახდინოს, მაგ. ერთი წვეთი ბროწეულის წვენი გახნილია 1000 ლიტრ ონკანის წყალში (არ ვხუმრობ!). ეს ერთმნიშვნელოვნად დადებითი მოვლენაა, რადგან სხვა საშუალებები, მაგ. ე.წ. ფიტო-პრეპარატები, ხშირად შეიცავენ ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიშ მავნე ნივთიერებებს, თანაც სულ სხვადასხვა კონცენტრაციით.
უარყოფითი: ჰომეოპათიური პრეპარატების მოქმედების ერთადერთი მექანიზმი ზემოაღნიშნული პლაცებოს ეფექტია - ან კი სხვა რა გზით უნდა მოქმედებდეს 1000 ლიტრ ონკანის წყალში გახნილი ერთი წვეთი ბროწეულის წვენი? - შესაბამისად, სპეციფიური მოქმედება ამ პრეპარატებს არ გააჩნია - მიუხედავად იმისა, 1000 ლიტრ ონკანის წყალში ერთ წვეთ ბროწეულის წვენს გახსნი თუ ერთ წვეთ ლიმნის წვენს, ერთი და იგივე დონით რეკლამირების შემთხვევაში პაციენტებზე ორივე ერთნაირ ზემოქმედებას მოახდენს.
დასკვნა: ჰომეოპათია ჩვეულებრივი აფერისტობა და შარლატანობაა.
This post has been edited by karaoke on 17 Jul 2009, 21:52