karaoke
Life Is Too Short

     
ჯგუფი: Members
წერილები: 9236
წევრი No.: 23972
რეგისტრ.: 3-October 06
|
#14800653 · 22 Jul 2009, 15:48 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
basa-ttt
QUOTE | ნუ ნერვიულობ. დრო სჭირდება ყველაფერს. |
სანამ დრო დასწირდებოდეს წამლის არალეგალურად ჩამოსხმას შეეშვებით? Guardian
პაციენტთან საუბარი მეცნიერებაა, რომელსაც ისევე სჭირდება შესწავლა, როგორც ნებისმიერ სხვა მეცნიერებას. როდესაც ადამიანს სამედიცინო განათლება არა აქვს, მას სამედიცინო ტერმინებით არ უნდა ელაპარაკო და ამ ტერმინებით დატვირთული სამეცნიერო ნარკვევები არ უნდა წააკითხო - ის უბრალოდ ვერ გაიგებს, ჩათვლის, რომ შენი ცოდნის დემონსტრირებას მისი დამცირების გზით ახდენ და ამის გამო, შეიძლება შეურაცხყოფილიც კი დარჩეს, ეს კი, შენ რაც გინდა ზუსტად იმის საწინააღმდეგო შედეგს გამოიღებს. მით უმეტეს, არაფერს ვამბობ ლანცეტის სამედიცინო ინგლისურით დაწერილ სამეცნიერო სტატიაზე - შემიძლია დაგარწმუნო, რომ მაგას ქართველი ექიმების 5%-ც კი ვერ წაიკითხავს, არათუ layman-ი. შედეგი სახეზეა - მათი ნიჰილიზმი და შენი ფრუსტრაცია.
მე შევეცდები უფრო გასაგები ენით ავხსნა ის, რის თქმასაც Badagon-ი ცდილობდა:
თუკი ადამიანს სჯერა, რომ მოცემული საშუალება მის დაავადებაზე დადებით ზეგავლენას მოახდენს, მაშინ ამ საშუალების მიღება გამოიწვევს თავის ტვინში ისეთი ნივთიერებების გამოყოფას, რომლებიც ადამიანს უმსუბუქებენ ტკივილს და უუმჯობესებენ გუნება-განწყობილებას. ეს იმით აიხსნება, რომ ამ ნივთიერებებს ნარკოტიკების მაგვარი ზემოქმდების უნარი გააჩნია - ისინი თრგუნავენ ტკივილის შეგრძნებას და ადამიანს კარგ ხასიათზე აყენებენ - ამას პლაცებოს ეფექტი ეწოდება. ზუსტად არის დადგენილი, რომ ეს მოვლენა აღინიშნება ძალიან ხშირად და ამასთან, იმ შემთხვევაშიც, როცა მოცემული საშუალება დადებით ზეგავლენას ახდენს მოცემულ დაავადებაზე და იმ შემთხვევაშიც, როცა სინამდვილეში ეს საშუალება არანაირ ზეგავლენას არ ახდენს მოცემულ დაავადებაზე - ასეა მოწყობილი ჩვენი ტვინი. მიუხედავად ამისა, პაციენტი, რომელმაც ადამიანის ტვინის ამ თვისების შესახებ არაფერი იცის, ამ მოვლენას ყოველთვის მოცემული საშუალების მოცემულ დაავადებაზე დადებით ზეგავლენას მიაწერს. ამავე დროს, პაციენტი ტკივილის შემსუბუქებას ან გაქრობას თითქმის ყოველთვის აღიქვამს, როგორც დაავადების შემსუბუქებას, თუმცა ეს ორი მოვლენა შეიძლება ერთმანეთთან კავშირში სულაც არ იყოს - ადამიანი შეიძლება ტკივილს ვეღარ გრძნობდეს, მაგრამ დაავადება ვითარდებოდეს. ამასთან, უამრავ დაავადებას ახასიათებს გამწვავების და შემსუბუქების თავისთავად მიმდინარე თანმიმდევრობითი ფაზები, საკმაოდ ბევრ დაავადებას - თვითგანკურნებაც კი, ყოველგვარი სამედიცინო ან არასამედიცინო ჩარევის გარეშე. პაციენტი, რომელიც არც ამ მოვლენების შესახებ არის ინფორმირებული, დაავადების ნებისმიერ შემსუბუქებას ან განკურნებას მის მიერ მიღებულ საშუალებას მიაწერს - ამის შემდეგ მას მტკიცედ სჯერა მოცემული საშუალების ეფექტურობისა და ცდილობს სხვებიც დაარწმუნოს ამაში. ყველაფერ ამით სარფიანად სარგებლობენ ადამიანები, რომლებიც მოსახლეობას არწმუნებენ, რომ ესა თუ ის მათ მიერ გამოგონილი საშუალება დადებით ზეგავლენას ახდენს ამა თუ იმ დაავადებაზე. როგორც კი მოხდება ნებისმიერი გზით ავადმყოფის დარწმუნება მოცემული საშუალების ეფექტურობაში, მაშინვე ამუშავდება ზემოაღნიშული პლაცებოს ეფექტი.
როგორც უკვე ვთქვი, პლაცებოს ეფექტი ნებისმიერ საშუალებას შეიძლება ახასიათებდეს - ე.წ. ტრადიციულ მედიკამენტებსაც და ალტერნატიული მედიცინის, მაგ. ფიტო- და ჰომეო-თერაპიის საშუალებებსაც. მთავარი განსხვავება იმაშია, თუ რას იღებთ თქვენი გადახდილი ფულის სანაცვლოდ, ანუ იმაში, რასაც პლაცებოს ეფექტის გარდა იღებთ მედიკამენტისაგან. წარმოიდგინეთ, რომ არის 2 საშუალება - ერთი, რომელიც მართლაც ამსუბუქებს ან კურნავს რაღაც დაავადებას და მეორე - რომელიც იმავე დაავადებაზე არანაირ დადებით ზეგავლენას არ ახდენს, მაგალითად, ამპულებში ჩასხმული ჩვეულებრივი ონკანის წყალი. თუკი პაციენტებს თანაბრად დავარწმუნებთ ამ ორი საშუალების ეფექტურობაში, მაშინ პლაცებოს ეფექტი ორივეს თანაბარი ექნება - განსხვავება მხოლოდ ის იქნება, რომ ამ ეფექტს პირველი პრეპარატის შემთხვევაში ზედ დაედება სპეციფიური დადებითი მოქმედება, მეორე შემთხვევაში კი თქვენ ონკანის წყალს დალევთ, ოღონდ მანამდე დაგარწმუნებენ, რომ ძალიან ეფექტურ საშუალებას ღებულობთ და ონკანის წყალში ფულს გადაგახდევინებინებენ. ეს უკეთეს შემთხვევაში. უარეს შემთხვევაში, ონკანის წყალში შეიძლება ნებისმიერი ხელთ მოხვედრილი საშუალება, მაგ. რაიმე წამალი ან ცოტაოდენი საწამლავი გაურიონ - ეს შეიძლება წინასწარგანზრახვით არც ხდებოდეს, მაგ. პრეპარატის დამამზადებელმა არ იცოდეს, რომ ესა თუ ის ნივთიერება ამა თუ იმ ტოქსინს შეიცავს. აქ მთავარი პრობლემა ის არის, რომ ზუსტად იმის განსაზღვრა, ნამდვილად ეფექტურია თუ არა რაიმე საშუალება, ძალიან ძნელია. ასეთი კვლევის ჩატარებას, იმისათვის, რომ იგი სარწმუნო იყოს, დიდი რაოდენობით თანხები და დრო სჭირდება, რადგან იგი მკაცრად განსაზღვრულ პირობებში, ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, უამრავ პაციენტზე ტარდება - რაც მეტია პაციენტი, სტატისტიკურად მით უფრო სარწმუნოა მიღებული შედეგი. ამასთან, წამალი ისეთ გვერდით ეფექტებს არ უნდა იწვევდეს, რომ მისმა გამოყენებამ, მისი ეფექტურობის შემთხვევაშიც კი, აზრი დაკარგოს. ტრადიციული და ალტერნატიული მედიცინის საშუალებების ერთმანეთისაგან გამყოფი ზღვარი დღეს, სამწუხაროდ, არც ისე მკვეთრია, როგორც ეს ზოგიერთს ჰგონია. ზოგადად, როგორც კი სარწმუნოდ დამტკიცდება ალტერნატიული საშუალების ეფექტურობა, მას ავტომატურად ეხსნება 'ალტერნატიულის' სამარცხვინო იარლიყი და იგი ავტომატურად ხდება ტრადიციული მედიცინის იარაღი. ამავე დროს, ტრადიციული მედიცინის მრავალი, განსაკუთრებით, ახლად გამოგონილი პრეპარატი, რიგი მიზეზების გამო, ფაქტიურად, 'ალტერნატიული მედიკამენტის' სტატუსს ატარებს, ანუ მათი ეფექტურობა დამტკიცებული არ არის, თუმცა ტრადიციულ მედიცინაში მათ მაინც იყენებენ. მაგალითად, ექიმები ათწლეულების მანძილზე გულის რითმის ერთ-ერთი ტიპის დარღვევას, რომელმაც იშვიათად შეიძლება გულის უეცარი გაჩერება და სიკვდილი გამოწვიოს, გარკვეული წამლით მკურნალობდნენ. ეს პრეპარატი გულის ნორმალური რითმის აღდგენას იწვევდა, თუმცა ხანდახან თვითონ ხდებოდა რითმის მძიმე დარღვევის გამომწვევი. როცა ზემოაღნიშნული ტიპის კვლევა ჩაატარეს, აღმოჩნდა, რომ პაციენტები, რომლებიც პრეპარატს იღებდნენ, უფრო ხშირად კვდებოდნენ, ვიდრე ისინი, ვინც პრეპარატს არ იღებდა. მას შემდეგ ამ დაავადების ასეთი ტიპის "მკურნალობას" აღარ ატარებენ.
რაც შეეხება ჰომეოპათიას - მას აქვს 2 თვისება: დადებითი და უარყოფითი.
დადებითი: ჰომეოპათიური პრეპარატები, ფაქტიურად, მართლაც ჩვეულებრივი ონკანის წყალია, უბრალოდ, შერეული აქვს უმცირესი რაოდენობით რაღაც ნივთიერებები, მაგრამ, საბედნიეროდ, იმდენად ცოტა, რომ შეუძლებელია ადამიანზე რაიმე მავნე ზეგავლენა მოახდინოს, მაგ. ერთი წვეთი ბროწეულის წვენი გახნილია 1000 ლიტრ ონკანის წყალში (არ ვხუმრობ!). ეს ერთმნიშვნელოვნად დადებითი მოვლენაა, რადგან სხვა საშუალებები, მაგ. ე.წ. ფიტო-პრეპარატები, ხშირად შეიცავენ ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიშ მავნე ნივთიერებებს, თანაც სულ სხვადასხვა კონცენტრაციით.
უარყოფითი: ჰომეოპათიური პრეპარატების მოქმედების ერთადერთი მექანიზმი ზემოაღნიშნული პლაცებოს ეფექტია - ან კი სხვა რა გზით უნდა მოქმედებდეს 1000 ლიტრ ონკანის წყალში გახნილი ერთი წვეთი ბროწეულის წვენი? - შესაბამისად, სპეციფიური მოქმედება ამ პრეპარატებს არ გააჩნია - მიუხედავად იმისა, 1000 ლიტრ ონკანის წყალში ერთ წვეთ ბროწეულის წვენს გახსნი თუ ერთ წვეთ ლიმნის წვენს, ერთი და იგივე დონით რეკლამირების შემთხვევაში პაციენტებზე ორივე ერთნაირ ზემოქმედებას მოახდენს.
დასკვნა: ჰომეოპათია ჩვეულებრივი აფერისტობა და შარლატანობაა.
This post has been edited by karaoke on 22 Jul 2009, 15:50
--------------------
დიქტატ 2 ები ,ორატ 2 ები,ღ 2 ები ყველა ერთი სახეობის სხვადასხვა განშტოებებია . საერთო წინაპარი ყავდათ მაშ....
გვახსოვდეს svani67
|