გილოცავთ შობას!
აბა, ამ ქეისზე რას იტყვით:
22 წლის მამაკაცი, უმნიშვნელო სამედიცინო ისტორიით, აეროპორტიდან სასწრაფოდ გადაყვანილია Emergency Department-ში ნახევრადფხიზელ მდგომარეობაში. პაციენტი მალარიულ ზონაში სამკვირიანი მოგზაურობის შემდეგ უკან ბრუნდებოდა. მისი მეგობრის თქმით, თვითმფრინავში ასვლისას მას ნორმალური მენტალური სტატუსი ჰქონდა. მგზავრობისას, მან ისადილა და წაუძინა. თვითმფრინავი რომ დაჯდა, მეგობარმა პაციენტი ვეღარ გააღვიძა. მეგობარმა დახმარება ითხოვა და პაციენტი ED-ში გააქანეს. თვითმფრინავის იმ რეისზე მყოფ სხვა მგზავრებს არანაირი სიმპტომი არ აქვთ.
ფიზიკური შემოწმების შედეგები - ათლეტური აღნაგობის ახალგაზრდა კაცი, რომელიც გონებადაბინდული და მინიმალურად გამოფხიზლებადია (arousable). სასიცოცხლო ნიშნები: ტემპერატურა - 98.7ºF (37.0ºC), პულსი - 85 bpm, წნევა - 110/70, სუნთქვის სიხშირე - 7 br/min, ჟანგბადის სატურაცია - 98% ოთახის ჰაერზე. შეინიშნება კანის დიფუზური flushing-ი, მაგრამ სხვა რაიმე დაზიანების გარეშე. გულის აუსკულტაცია ნორმალურია. ფილტვები სუფთა ორივე მხარეს. თავისა და კისრის შემოწმების შედეგი უმნიშვნელოა. მუცლის გამოკვლევით მოისმინება ნორმალური ნაწლავური ხმები. გადაჭიმვა, პალპაციისადმი მგრძნობიარობა ან ორგანომეგალია არ აღინიშნება. რექტალური გამოკვლევა აჩვენებს ნორმალურ სპინქტერულ ტონუსს, ჰემ-ნეგატიურ განავალს და მასების არარსებობას.
ლაბორატორიული ანალიზები - CBC - ნორმალური WBC რაოდენობა მარცხნივ გადახრის გარეშე. დანარჩენი გამოკვლევებიც ნომაშია: კრეატინინი 1.2 mg/dL (106.1 μmol/L), გლუკოზ 90 mg/dL (5.0 mmol/L), PT - 12.1 წამი, PTT - 28.5 წამი. შარდის specific gravity არის 1.010 და ბაქტერიებისადმი ნეგატიურია. პაციენტმა 4 თვის წინ HIV-ს ტესტი გაიკეთა, რომელიც ნეგატიური აღმოჩნდა.
ამის გარდა გადაიღეს რენტგენი (სურათი მოცემულია):
რა დიაგნოზზე იფიქრებთ?
მიმაგრებული სურათი