გამარჯობათ,
ექოსკოპიაში მიწერია ესეთი რაღაც: ნუ თავიდან ისეთი არაფერი, მაგრამ მარცხენა საკვერცხეზე ცოტა "ისეთი რაღაცეები" წერია. იკნებ "ჩვეულებრივი" ადამიანების ენაზე ამიხსნათ რა ხდება?
მარცხენა საკვერცხე: სტრომის ექოგენობა საშუალო, ექოსტრუქტურა ერთგვაროვანი, საკვერცხეში ისახება არამკვეთრკონტურებიანი, სითხოვან ქსოვილოვანი წარმონაქმნი ზომით 20 მმ. საშუალოდ გამოხატული პერიფერიული ვასკულარიზაციით ( ყვითელი სხეულის ულტრაბგერითი მარკერები)
დუგლასის ფოსოში ისახება თავისუფალი სითხრ მცირე რაოდენობით
მჭირს რამე სერიოზული? ეს კისტას რომ ეძახიან ისაა? უნდა ამოიკვეთოს თუ მარტო წამლებით მეშველება? ეს დუგლასის ფოსო და შიგ სიტხე რაღაა???
წინასწარ დიდი მადლობა ყველას
* * *
უი, კიდევ საშვილოსნოს ყელიო არაერთგვაროვანი ექოსტყრუქტურისო, შეიცავს ერტეულ ანექოგენურ ცისტურ ჩანართებსო 5-6 მმ ზომისო.ერთგვაროვანი შიგთავსითო. ან ეს რაღაა???
ცერვიკალური არხის გასწვრივ ისახება ერტეული ჰიპერექოგენური ფოკუსები
მგონი ცოტა მეტი მომივიდა?!...