კარგია სტრონგმენ, ჩამოსულა ნორმაზე.
ამ სიტუაციაში ასტ-ს მეტობა ალტ-ძე არაფერს არ ნიშნავს.

ყოჩაღ...
ოკ მკურნალობა ჩემი პროფილია.

არსებობს ორი პეგილირებული ინტერფერონი_ პეგინტერფერონ ალფა2 ა(პეგასისი) და ალფა2ბ (პეგინტრონი). და ორი რიბავირინი- კოპეგუსი და რებეტოლი.
პეგასისისა და პეგინტრონის ეფექტურობა და გვერდითი ეფექტების პროფილი მსგავსია. ოღონდ პეგინტრონი ინიშნება წონის მიხედვით. მსუქანს მეტი, გამხდარს ნაკლები, ანუ. პეგასისი ერთი დოზაა მხოლოდ.
ამასთან გვერდითი მოვლენების სამართავად იოლია პეგინტრონი, რომელსაც ბევრი დოზა გააჩნია (სულ 5 დოზა და მათგან კომბინირებული კიდევ მეტი დოზები).
პეგილირება ნიშნავს ნივთიერების ეწ დამძიმებას, რის გამოც ის 1 კვირა რჩება ორგანიზმში. ადრე არსებობდა უბრალო ინტერფერონები, რომელსაც 3 ჯერ გაკეთება სჭირდებოდა კვირაში.
ფასები: დაახლოებით გათვალეთ ასე: 480 -500 ლარი ღირს საშუალოდ პეგინტერფერონები (ერთი ნემსი) და გადაამრავლეთ საჭირო რაოდენობაზე, რასაც ექიმი გეტყვით.
This post has been edited by theaeka on 3 Oct 2009, 20:07