#16771287 · 4 Dec 2009, 04:10 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
blblbl
| QUOTE | | ყველა კონტრაცეპტივს უწერია უკუჩვენებაში ლიბიდოს დაქვეითება,და ვიცი რამდენიმე ადამიანი ვისაც სექსის სურვილი გაუქრათ კონტრაცეპტივების მიღების პერიოდში.ანუ ნამდვილად იწვევს . |
როგორც წესი წერია "შესაძლებელია ლიბიდოს ცვლილება".... რაც მართლა შესაძლებელია.. არავინ არ უარყოფს.. უბრალოდ ეს ცვლილება ძნელად გასაზომია, ვინაიდან ვიმეორებ, ლიბიდოზე უამრავი ფაქტორი ახდენს გავლენას და უპირველეს ყოვლისა თავის ტვინის ქერქი...ანუ ლიბიდოს "ცვლილებები" ხშირად ფსიქო-ემოციური ფაქტორებითაა უფრო გამოწვეული, ვიდრე წამლების მიღებით..ნებისმიერი წამლის "ინსტრუქციაში" ჩამოთვლილია უამრავი შესაძლებელი უკუ მოვლენები, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ისინი აუცილებლად უნდა გამოვლინდნენ..
Solveig
| QUOTE | | და ერთსაც, თუ შეიძლება თუ ასეთ ქალებს კონტრაცეპტივი სამკურნალო მიზნით ესაჭიროებათ(მაგალითად, ანტიანდროგენული ეფექტის გამო), მაშინ? |
ერთად ერთი ანტი ანდროგენი, რომელსაც არ აქვს (ან უმნიშვნელოდ აქვს) გავლენა სისხლის შედედებაზე, არის ანდროკური (ციპროტერონ აცეტატი) და ამიტომ დასაშვებია მისი მიღება გადატანილი თრომბო-ემბოლიის შემდეგ..
მაგრამ, ციპროტერონისა და ეთინილესტრადიოლის კომბინაცია (დიანე 35) , რომელიც კლასიკურად გამოიყენება ანტი ანდროგენული მკურნალობის სქემებში, უკუ ნაჩვენებია ანამნეზში თრომბო-ემბოლიის არსებობისას.. (ზუსტად ისევე როგორც სხვა კომბინირებული პრეპარატები) ერთდროულად ანტიკოაგულანტების მიღება არ არის მიღებული... ამ პრეპარატებს აქვთ თავიანთი გართულებები, მძიმეც, და ამიტომ გაუმართლებელია ამ რისკის გაწევა "კოსმეტიკური" პრობლემის მოგვარების მიზნით... ამ დროს სჯობს ადგილობრივ (დერმატოლოგიურ) მკურნალობაზე აქცენტის გაკეთება..
|