პანიკა არაა საჭირო.
ჩვეულებრივ გრიპთან შედარებით უფრო იოლად ჩაივლის, იმედია,
რადგან ადამიანები ახლა უფრო ყურადღებით მოეკიდებიან საკუთარ ავადმყოფობას.
დედიკოს რჩევები მათ, ვინც ამას საჭიროებს:
თბილად ჩაიცვით.
განსაკუთრებით გოგონებმა, რომლებსაც ხშირად ზამთარშიც მოუჩანთ შიშველი ადგილები.
ჩვეულებრივი ცხელი ჩაი მიიღეთ ხშირად-->მალინის>, მოცვის, გვირილის და ა.შ. ნაკლებად დატკბილული.
საღამოს, ძილის წინ, ძალიან პატარა ქართული მწარე ნიორის კბილი დიდხანს ღეჭეთ, გატკბილებამდე.
კბილები ნიორამდე გამოიხეხეთ
ქუჩაში ნიღბები არაა საჭირო.
ავადმყოფთან, მეტროში, საკლასო ოთახში, აუდიტორიაში შეგიძლიათ, მაგრამ ორ საათში დაბინძურებულია უკვე და უნდა გამოიცვალოთ.
სახლში დაბრუნებისას და სადაც შესაძლებლობა მოგეცემათ, ხელები დაიბანეთ და ყელი და ცხვირი წყლით გამოირეცხეთ.
ოთახები ხშირად კარგად გაანიავეთ.
განსაკუთრებით ძილის წინ.
ბავშვები მოარიდეთ ხალხმავალ ადგილებს.
ამყოფეთ სუფთა ჰაერზე და ძილის წინ ოთახი კარგად გაუნიავეთ.
ეს ზოგადად საჭიროა ნებისმიერი გრიპის ეპიდემიის დროს.
თუ მაინც დაგემართათ, მშვიდად, პანიკის გარეშე მიმართეთ ჭ კ ვ ი ა ნ ექიმს.
გმადლობთ ყურადღებისთვის