#16949469 · 15 Dec 2009, 00:51 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მე მაქვს ზუსტად ანალოგიური პრობლემა, საავადმყოფოში მამაჩემი მივიყვანეთ ტვინში სისხლჩაქცევით, ერთი თვე უნდა იყოს აპარატზე რეანიმაციაში, 500 ლარი, მერე პალატაშიც დაახლოებით ერთი თვე უნდა დაჰყოს, დაზღვევა, პოლისი არ ყოფნის, ორმაგი და სამმაგია გადასახადი, ცოტა თუ დააგვიანე, სულს გიხუთავენ, წარამარა გაკითხავენ, გიბარებენ, გთხოვენ.... ჩვენც, როგორც საქართველოში ხდება, მივდექით, მოვდექით, შევაწუხეთ საახლობლო, ვიღაცის ვიღაცით გავედით მაღალ თანამდებობებზე და ასე თუ ვაკოწიწებთ თანხას, იმის იქით კიდევ იმდენი რამ გვჭირდება, ყოველდღიური წამლები, საკვები, პამპერსები, ბევრი რამ უნდა ჰქონდეთ თავად რეანიმაციაში, მაგრამ არ აქვთ, თქვეს კიდეც თანამშრომლებმა, ამიტომ ჩვენ მიგვაქვს.......ოპერაციის ფული კიდევ ცალკე თემაა..... მაგრამ რა ქნან მათ, ვისაც არ ჰყავს ასეთი ახლობელი? სასიკვდილოდაა განწირული, ეს ერთი კვირაა საავადმყოფოში ვარ მთელი დღეები და იქ მე საცოდაობას ვუყურებ...... ერთ ქალს შვილი ჰყავს სისხლის კიბოთი დაავადებული, ყოველდღე სჭირდება 300ლარის წამლები, ამას პლუს რეანიმაციის გადასახადი ერთი თვის და კიდევ ვინ იცის რამდენი ხანი იქნება იქ, მკურნალობისა და სხვა უამრავი ხარჯები..... მოკლედ გამწარებულია ქალი, ახლა რომ მოვთვალეთ ჯერჯერობით 30ათასამდე ავედით და კიდევ რამდენი რამ დაგვჭირდება, ღმერთმა იცის........
This post has been edited by kriketi-1985 on 15 Dec 2009, 00:52
--------------------
Yo lloré porque no tenía zapatos, hasta que ví a un niño que no tenía pies.
The minute you settle for less than you deserve, you get even less than you settled for.
Il vaut mieux être à la suite des lions qu'à la tête des renards.
|